სად შეიძლება შეხვდეთ ახალგაზრდებს, რომელთაც სურთ პროფესიის არჩევისას ყველაზე დიდი მნიშვნელობა პირად მისწრაფებებსა და რეალურ შესაძლებლობებს მიანიჭონ? მაგალითად კონკურსზე – “eurobest 2021”. ეს კონკურსი ავლენს ვინ არის საუკეთესო რეკლამის, კომუნიკაციისა და სხვა მომიჯნავე სფეროებში. გასულ კვირაში, „eurobest 2021”- ის საქართველოში ჩატარებული კონკურსის შედეგები თიბისი კონცეპტის სივრცეში გამოცხადდა. 61 გუნდიდან, ჟიურიმ ორი გამარჯვებული გამოავლინა, და ისინი ახლა დაერთასორისო ასპარეზზე – EUROBEST 2021-ზე საქართველოს სახელით იბრძოლებენ. ღონისძიების ორგანიზატორია „კანის ლომების“ ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში.
ახალგაზრდები, რომლებიც ჟიურის გადაწყვეტილებას ელოდნენ. საუბრობდნენ რეკლამაზე, მარკეტინგზე, შემოქმედებაზე და ერთმანეთს თავიანთ მოსაზრებებს უზიარებდნენ.
ცოტა ხანში „ევრობესტ- 2021-ის გამარჯვებულის ვინაობას გაიგებენ.. კონკურსის დავალება კი ასეთი იყო: მონაწილეებს უნდა შეექმნათ ისეთი საკომუნიკაციო კამპანია, რომელიც ახალგაზრდებს დაეხმარებოდა პროფესიის არჩევისას განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭებინათ პირადი მისწრაფებებისთვის.
„საქართველო არჩევს ორ საუკეთესო გუნდს, რომელიც მთელი ევროპის მასშტაბით იასპარეზებს და იმედი გვაქვს რომ მიაღწევენ წარმატებას და ეს წარმატება არ არის მხოლოდ ის რომ უი საქართველოშიც გვყოლია შემოქმედებითი ადამიანები, ეს არის შემოქმედებითი ეკონომიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ საქართველო მსოფლიოს შემოქმედებით რუკაზე იყოს დამკვიდრებული“- ამბობს “ევრობესთის” ორგანიზატორი აკო ახალაია
“ევრობესთი“ კანის ფესტივალის შემადგენელი ნაწილია და აღიარებულია როგორც ევროპის ყველაზე მასშტაბური და პრესტიჟული ფესტივალი. წელს სხვა ევროპელ წევრებთან ერთად, Eurobest 2021-ის ჟიურიში, ქართველი წარმომადგენელი იქნება – სააგენტო „ლივინგსტონის“ თანადამფუძნებელი, ლევან ლეფსვერიძე. ის ნამუშევრებს Direct, Outdoor-ის კატეგორიაში შეაფასებს. კონკურსი კი, პანდემიის გამო ონლაინ ფორმატში ჩატარდება.
„ ჩვენი კონკურსის მთავარი მიზანია, რომ განვავითაროთ კრეატიული აზროვნება ანუ გამოყენებითი კრეატიული აზროვნება, რათა ბიზნესებს და საზოგადოებას უნიკალური ახალი იდეებით პრობლემები გადავუჭრათ“- ამბობს ფესტივალის წარმომადგენელი ლევან ლეფსვერიძე
საქართველოს „ევრობესტზე“ პირველი ადგილი“META AGENCY“-მ მოიპოვა რომელსაც სალომე ხაზარაძე და აკაკი მეტრეველი წარმოადგენენ. მეორე ადგილზე კი სარეკლამო კომპანია „JWT METRO” გავიდა ნინო ჩიჯავაძისა და ალექსანდრე ჯავახიშვილის შემადგენლობით.
META AGENCY“-მ ასე გადაწყვიტა ახალგაზრდა თაობის დარწმუნება:
„ქართველებს არ გვბეზრდება ლაპარაკი და კრედიტების მინიჭება სახელებსა და გვარებზე, ავტორიტეტებზე, მხოლოდ კომპანიის დამფუძნებლებზე, მხოლოდ CEO-ებზე ბიზნესმენების სახელებსა და გვარებზე…
ასეთ გარემოში აღზრდილმა თინეიჯერებმა რომ შეძლონ პროფესიების დანახვა იქ სადაც ჯერჯერობით ყველა ისევ უაზრო ჰობის ან დროის გასაყვან საშუალებას ხედავს ჩვენ გამოვუმზიურეთ კრედიტები პროფესიებს. „
„JWT METRO”-მ კი ასე მიმართა ახალი პროფესიების მაძიებელ თაობას:
„მშობლები დაბნეულ ბავშვებს უბიძგებენ უსაფრთხო და გატესტილი პროფესია აირჩიონ. ხშირად ეს პროფესია – მათი საკუთარია, ან ის, რაც მათ ეამაყებათ და ფიქრობენ, რომ ოჯახისთვის პრესტიჟულია. თანამედროვე პროფესიებს კი არ აღიარებენ“
„ამ სფეროში უკვე რამდენიმე წელია ვარ, შესაბამისად უკვე არაერთხელ მიმიღია მონაწილეობა კონკურსში, წელს ძალიან საინტერესო “ბრიფზე” ვიმუშავეთ, რადგან როდესაც ჩვენ ვიყავით მოზარდები უფროსი თაობის მხრიდან წნეხი გვახსოვს, რომ ხშირად ეგრეთწოდებული ტრადიციული პროფესიები უნდა ყოფილიყო პრიორიტეტული..საერთაშორისო ასპარეზზე სხვა ქვეყნის მონაწილეებს შევეჯიბრებით, რაც ძალიან კარგი საშუალებაა დავტესტოთ ჩვენი შესაძლებლობები“-ამბობს პირველი ადგილის მფლობელი აკაკი მეტრეველი
ეს ახალგაზრდები მალე გლობალურ Eurobest 2021-ზე საქართველოს სახელით წარსდგებიან.