მექსიკის გრანპრი მაქს ვერსტაპენის გამარჯვებით დასრულდა. ნიდერლანდელმა ავტომრბოლელმა გამარჯვების შედეგად საერთო ჩათვლაში უპირატესობა განიმტკიცა და ლუის ჰემილტონს სეზონის დასრულებამდე 4 რბოლით ადრე 19 ქულით უსწრებს.
ჰემილტონმა მექსიკის გრანპრი მეორე ადგილზე დაასრულა, მესამე პოზიციაზე კი სერხიო პერესი გავიდა.
პერესი პირველი მექსიკელია, რომელმაც მექსიკის გრანპრიზე სამეულში დაიკავა ადგილი. მომდევნო რბოლა ბრაზილიაში, 14 ნოემბერს გაიმართება.