მთავარი საქართველო საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 5240 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 5240 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 53 544 კვლევა ტესტით, მათ შორის 33 490 კვლევა ანტიგენის ტესტით და 20 054 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 5 240 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 748 751-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 5 ნოემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.79%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 9.55% ხოლო 7 დღის მანძილზე – 10.25%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 235 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 684 154.

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend