მთავარი გადაცემები კუბი მესენჯერსა და ინსტაგრამზე მიმოწერის ფუნქცია სრულყოფილად აღდგა

მესენჯერსა და ინსტაგრამზე მიმოწერის ფუნქცია სრულყოფილად აღდგა

მესენჯერისა და ინსტაგრამის მუშაობა დროებით შეფერხებული იყო.  გათიშვა თანდათანობით საღამოს 6 საათიდან დაიწყო. საქართველოში მიმოწერის პრობლემა დაახლოებით საღამოს ათ საათზე გაჩნდა. თუმცა ამას აპლიკაციების სხვა ფუნქციაზე გავლენა არ მოუხდენია. მომხმარებლებს ისევ შეეძლოთ პოსტების გამოქვეყნება, გაზიარება და მოწონება.

ჯერჯერობით ოფიციალური განცხადება კომპანიის ხელმძღვანელობას არ გაუკეთებია.  „დაუნდეტექტორის“ ინფორმაციით, სრულყოფილად მიმოწერის ფუნქცია უკვე აღდგა. ფეისბუკის აპლიკაციები 5 ოქტომბერსაც გაითიშა,  მაშინ დაახლოებით 24 საათი დასჭირდათ, რომ მიზეზი დაედგინათ.

5 ოქტომბერს ფეისბუკის აპლიკაციები დაახლოებით 6 საათის განმავლობაში იყო გათიშული. პრობლემა შეექმნათ არა მხოლოდ მომხმარებლებს, არამედ ფეისბუკის თანამშრომლებსაც, რომლებიც კომპიუტერული სისტემის ხარვეზის გამო კომპანიის შენობაშიც ვერ შედიოდნენ. პრობლება DNS-ის, დომენის სახელის სისტემაში იყო, რომელიც ისევ განაახლეს. ეს არის სისტემა, რომელიც IP-მისამართებს კომპიუტერულ ენაზე თარგმნის. თუ ის გაუმართავია, მაშინ ვებგვერდზე წვდომა მომხმარებელს არ აქვს.

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend