მთავარი მსოფლიო ევროპა ანგელა მერკელის კანცლერის რანგში ბოლო ვიზიტი პარიზში

ანგელა მერკელის კანცლერის რანგში ბოლო ვიზიტი პარიზში

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერი ანგელა მერკელი საფრანგეთს კანცლერის რანგში ბოლოჯერ ეწვია. პარიზში მას განსაკუთრებული დახვედრა მოუწყვეს და პატივი მიაგეს მისი ლიდერობის პირობებში ევროკავშირის ორ სახელმწიფოს შორის ჩამოყალიბებული კარგი ორმხრივი ურთიერთობისთვის.

ეს ვიზიტი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკასა და საფრანგეთს შორის ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელოვანი ეტაპის დასასრულია, ანგელა მერკელისა და ემანუელ მაკრონის ლიდერობის პირობებში ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობებს საკუთარი წილი გამოწვევები ახლდა თან.

ფრანგ ლიდერს ევროზონის ბიუჯეტის ფრანგი ფინანსთა მინისტრის მეთაურობით განსაზღვრა და ევროპის თავდაცვითი პოლიტიკის შემუშავებაში პარიზის როლის გაზრდა სურდა, ბერლინში კი ამ საკითხებთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრებები არსებობდა. ამ განსხვავებების მიუხედავად, ანგელა მერკელისა და ემანუელ მაკრონის მმართველობის პირობებში პარიზი და ბერლინი უმეტეს საკითხებზე საერთო ენას პოულობდნენ.

ემანუელ მაკრონმა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერს ღირსების ორდენი გადასცა, ეს საფრანგეთის უმაღლესი ჯილდოა. კანცლერის რანგში ანგელა მერკელის საფრანგეთში ბოლო ვიზიტის ფარგლებში გამართული ღონისძიებები ორ სახელმწიფოს შორის მეგობრობისა და პარტნიორობის სიმბოლოც არის.

უახლესი

სხვა ამბები

ანგელა მერკელიანგელა მერკელი

Send this to a friend