“ლივერპულმა” უეფას ჩემპიონთა ლიგის პლეიოფის საგზური მოიპოვა. ჯგუფური ეტაპის მეოთხე მატჩში ინგლისელებმა “ატლეტიკო მადრიდი” 2:0 დაამარცხეს.
ანგარიში დიოგუ ჟოტამ გახსნა, მეორე გოლი კი სადიო მანემ გაიტანა. ორივე გოლი ტრენტ ალექსანდრ-არნოლდის პასის შედეგად გავიდა.
“ლივერპულმა” 4 ტურის შემდეგ მაქსიმალური 12 ქულა მოაგროვა და ჯგუფში პირველი ადგილი გაინაღდა. 5 ქულით მეორე ადგილზე “პორტუა”, მესამეადგილოსან “ატლეტიკოს” 4 ქულა აქვს, “მილანი” კი 1 ქულით ბოლო, მეოთხე პოზიციაზეა.