მოჭიდავე აივენგო რიკაძემ ბელგრადში ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა. ბერძნულ-რომაულ სტილით მოჭიდავე 23-წლამდე სპორტსმენებს შორის გამართული ტურნირის ფინალში ქართველმა მოჭიდავემ შვეიცარიელი რამონ რაინერ ბეჩარტი 5:1 დაამარცხა.
ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროს მედალი ლერი აბულაძემაც მოიპოვა, ბრინჯაოს მედალი კი ფრიდონ აბულაძის ანგარიშზეა.
5 ნოემბერს ბელგრადში ახალგაზრდა ქართველი მოჭიდავეები თავისუფალი სტილით იჭიდავებენ. საქართველოს 10 სპორტსმენი წარადგენს.