მთავარი სპორტი ბექა ბურჯანაძის 18 ქულა და "ბეტისის" გამარჯვება "ვალენსიასთან"

ბექა ბურჯანაძის 18 ქულა და “ბეტისის” გამარჯვება “ვალენსიასთან”

ესპანეთის ლიგა ენდესას მერვე ტურში “რეალ ბეტისმა” “ვალენსია” 84:81 სენსაციურად დაამარცხა. საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა, ბექა ბურჯანაძემ ვალენსიელთა წინააღმდეგ 26 წუთის განმავლობაში ითამაშა. 27 წლის კალათბურთელის მონაგარი 18 ქულა, 3 მოხსნა და 2 ჩაჭრაა. ბურჯანაძემ 7-დან 6 სამქულიანი სროლა ზუსტად შეასრულა.

8 ტურის შემდეგ “ბეტისს” მხოლოდ 2 გამარჯვება აქვს და კვლავ ბოლო ადგილზეა. მომდევნო შეხვედრას “ბეტისი” 7 ნოემბერს, “სარაგოსას” წინააღმდეგ გამართავს.

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend