მთავარიკუბიარასამთავრობო ორგანიზაციები თვითმმართველობის არჩევნებს აფასებენ

არასამთავრობო ორგანიზაციები თვითმმართველობის არჩევნებს აფასებენ

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ შეფასებით, ტექნიკური ადმინისტრირების თვალსაზრისით, არჩევნების დღე ძირითადად კანონით დადგნენილი წესების შესაბამისად წარიმართა, თუმცა არჩევნების დღეს გამოვლენილი პირთა საეჭვო შეკრებების, ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვის, მობილიზებისა და აღრიცხვის ფაქტები  ნეგატიურად აისახა ამომრჩევლის თავისუფალი ნების გამოვლენაზე, რასაც ზოგიერთ მუნიციპალიტეტში, მცირე სხვაობის პირობებში, შესაძლოა შედეგებზე ზეგავლენა მოეხდინა.

„კენჭისყრის პროცესის დროს განსაკუთრებით საგულისხმო იყო მარკირების მქონე პირთა მიერ ხმის მიცემის, კენჭისყრაში განმეორებით მონაწილეობისა და მარკირების შემოწმების/გაკეთების პროცედურების დარღვევების ფაქტები. ასევე, დაფიქსირდა ამომრჩეველთა სიებთან და გადასატან საარჩევნო ყუთთან დაკავშირებული არაერთი დარღვევა. სამწუხაროდ, დღის განმავლობაში ადგილი ჰქონდა დამკვირვებლებისა და ჟურნალისტების მიმართ შეურაცხყოფისა და მათზე ზეწოლის შემთხვევებს.

რაც შეეხება ხმის დათვლისა და შედეგების შეჯამების პროცესს, ორგანიზაციას ამ მხრივ მნიშვნელოვანი ხარვეზები არ გამოუვლენია. თუმცა, დაფიქსირდა ბიულეტენების  არასწორად ან/და სავარაუდოდ მიზანმიმართულად გაბათილების შემთხვევები“, – აღნიშნავენ ორგანიზაციაში.

შეფასებას აკეთებს ასევე საერთშორისო გამჭვირველობა საქართველო. მათი თქმით, გამოვლენილ დარღვევებსა და პრობლემურ ტენდენციებს შესაძლოა მნიშვნელოვანი გავლენა მოეხდინა არჩევნების საბოლოო შედეგებზე. ორგანიზაციას საქართველოს მასშტაბით 250-მდე დამკვირვებელი ჰყავდა. მათ 150-მდე წვრილი და შედარებით სერიოზული დარღვევა დააფიქსირეს.

„არჩევნების დღის პირველი ნახევარი ძირითადად მშვიდ გარემოში მიმდინარეობდა, თუმცა მოგვიანებით ბევრ საარჩევნო ოლქში სიტუაცია დაიძაბა და გახშირდა ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირების ფაქტები. ასევე, ხშირი იყო ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელის შეშლის და საარჩევნო უბნებზე მოსული ამომრჩევლის არალეგიტიმური ხერხებით აღნუსხვის ფაქტები. მთელი ქვეყნის მასშტაბით ბევრი საარჩევნო უბნის გარეთ 100 მეტრის მანძილზე შეინიშნებოდა პარტიული კოორდინატორების თავშეყრა, რაც საარჩევნო კოდექსში შესული ახალი ცვლილებებით, სამართალდარღვევას წარმოადგენს“, – აღნიშნავს არასამთავრობო ორგანიზაცია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend