მთავარი სპორტი ალექსანდრ ზვერევმა ვენის ტურნირი მოიგო

ალექსანდრ ზვერევმა ვენის ტურნირი მოიგო

ალექსანდრ ზვერევმა ვენის ტურნირი მოიგო. გერმანელმა ჩოგბურთელმა ფინალურ მატჩში ფრანსის ტიაფო ორ სეტში დაამარცხა. ოლიმპიურმა ჩემპიონმა ამერიკელ მეტოქეს პირველი სეტი 7:5 მოუგო, მეორეში კი 6:4 სძლია და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

ვენაში პირველ ნომრად სტეფანოს ციციპასი იყო განთესილი, რომელიც ტიაფომ მერვედფინალში დაამარცხა.

ტურნირზე ნიკოლოზ ბასილაშვილმაც იასპარეზა, რომელიც მერვედფინალში მატეო ბერეტინისთან დამარცხდა.

უახლესი

სხვა ამბები

00:00:00
Send this to a friend