რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ ოპოზიციური პარტიების მიერ ორგანიზებული აქცია დაიწყო.
აქციის მონაწილეები თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის შედეგებს აპროტესტებენ და ხელისუფლებას არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებენ.
დღეს, 31 ოქტომბერს ოპოზიციური პარტიები მოსახლეობას სამოქმედო გეგმას გააცნობენ.
ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცავები.