მთავარისაქართველოელენე ხოშტარია - აქცია 7 ნოემბერს არ იქნება, რადგან 7-ში არ უნდა...

ელენე ხოშტარია – აქცია 7 ნოემბერს არ იქნება, რადგან 7-ში არ უნდა იყოს

„დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ ოპოზიციის აქცია თბილისში 7 ნოემბერს არ გაიმართება.

როგორც ელენე ხოშტარიამ განაცხადა, აქცია ნამდვილად იქნება, 6 ან 8 ნოემბერს, თუმცა 7 ნოემბერს არ უნდა იყოს.

„7-ში არ იქნება მოდი, პირდაპირ გავხსნი კარტებს. ნიკამ კვირა თქვა, თუმცა ნიკას მაგივრად ვერ ვიტყვი. გადაწყვეტილია, იქნება ნამდვილად 6-ში ან 8-ში, არ გადაიწევს სხვა ციკლში. უბრალოდ 7-ში არ იქნება, იმიტომ, რომ 7-ში არ უნდა იყოს“, – განაცხადა ხოშტარიამ „ტვ პირველთან“.

შეგახსენებთ, რუსთაველზე ოპოზიციის შეკრებაზე “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელიამ განაცხადა, რომ ოპოზიცია კვირას, 7 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციას გამართავს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend