მთავარიმსოფლიოკოსმოსიდან დანახული ბუნებრივი კატაკლიზმები

კოსმოსიდან დანახული ბუნებრივი კატაკლიზმები

კოსმოსიდან დანახული ტყის ხანძრები, ქარიშხლები, ჰაერისა და მდინარეების დაბინძურება, მყივნარების დნობა და სხვა ბუნებრივი კატაკლიზმები – ამ თემებთან დაკავშირებით ისაუბრა ფრანგმა ასტრონავტმა ტომას პესკემ, რომელიც საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე თავის მეორე მისიას ასრულებს.

ტომას პესკე ბოლო 6 თვის განმავლობაში დედამიწაზე  მომხდარ ბუნებრივ კატაკლიზმებს კოსმოსიდან ადევნებდა თვალს.  საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე მეორე მისიის დასრულების შემდეგ ფრანგმა ასტრონავტმა ჩვენს პლანეტასთან დაკავშირებით შეშფოთება გამოხატა.

ტომას პესკეს კოსმოსიდან ქარიშხლები და ტყის ხანძრები აქამდე არასდროს უნახავს. კვამლში გახვეული იყო წარმოუდგენელი ზომის ტყეები, ხანძრები დიდხანს გრძელდებოდა. იგი აღნიშნავს, რომ შემაშფოთებელი იყო იმაზე ფიქრი, თუ რამხელა ენერგია გამოიყოფა და რამდენად დიდია მიყენებული ზიანი იმ ადამიანებისთვის, რომელთაც არ გაუმართლათ ამ კატაკლიზმების დროს.

პესკე ამბობს, რომ, როდესაც კოსმოსიდან 5 წლის შემდეგ დედამიწა მეორედ დაინახა, კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რამდენად ფაქიზია ჩვენი პლანეტა. მისი თქმით, საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან კარგად ჩანს მდინარეების დაბინძურების პროცესი, მდინარეების გასწვრივ ნალექის ეროზია, რომელიც ზღვამდე აღწევს და ანადგურებს მდინარის ნაპირებზე სახნავ-სათეს მიწებს, ასევე შესამჩნევია ჰაერის დაბინძურება, ამაზონის ტყის გაჩეხა და მყინვარების დნობა.

გაერთიანებული ერების კლიმატის ცვლილებისადმი მიძღვნილი კონფერენციის წინ ასტრონავტმა განაცხადა, რომ ის, რაც მან კოსმოსიდან დაინახა, მთელი ცხოვრების განმავლობაში ემახსოვრება. მისი აზრით, არსებული მონაცემები და კოსმოსური სადგურიდან მიღებული ინფორმაცია ნამდვილად შემაშფოთებელია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend