მთავარიარჩევნები 2021კელი დეგნანი - მოხარული ვარ, რომ იმ საარჩევნო უბნებზე, რომლებზეც ამ დრომდე...

კელი დეგნანი – მოხარული ვარ, რომ იმ საარჩევნო უბნებზე, რომლებზეც ამ დრომდე ვიმყოფებოდი მშვიდი გარემოა

ეს არის დღე, როდესაც, მოქალაქეები გამოდიან, რომ მისცენ ხმა, გახადონ თავიანთი ლიდერები ანგარიშვალდებულები, უზრუნველყონ ის, რომ მათმა ლიდერებმა გაიგონ რა არის მათი პრიორიტეტები, – ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა განაცხადა.

მისი თქმით, არჩევნების დღე არის დღე, როდესაც მოქალაქეებს ხმა ისმის.

„ჩემთვის პატივია ის, რომ ვაკვირდები ამ მნიშვნელოვან არჩევნებს. დღეს ნამდვილად მნიშვნელოვანი დღეა ქართველი ხალხისთვის. ეს არის დღე, როდესაც, მოქალაქეები გამოდიან, რომ მისცენ ხმა, გახადონ თავიანთი ლიდერები ანგარიშვალდებულები, უზრუნველყონ ის, რომ მათმა ლიდერებმა გაიგონ რა არის მათი პრიორიტეტები: სამუშაო ადგილები, გზები, ჯანდაცვა და ა.შ. ეს არის დღე, როდასაც მოქალაქეებს ხმა ისმის,“- განაცხადა ელჩმა.

კელი დეგნანის განცხადებით, იმ საარჩევნო უბნებზე, რომელსაც ის დღეს აკვირდება ჯერჯერობით მშვიდი გარემოა.

„მოხარული ვარ, რომ იმ საარჩევნო უბნებზე, რომელზედაც ამ დრომდე ვიმყოფებოდი მშვიდი გარემოა, კარგად ორგანიზებულია ხმის მიცემის სივრცეები, დაცულია კოვიდთან დაკავშირებული უსაფრთხოების წესები. იმედი მაქვს, ადამიანები მოვლენ ხმის მისაცემად პირბადეებით და გახდიან ლიდერებს ანგარიშვალდებულს. ეს არის დემოკრატიის არსი. ქართველი ხალხი არის დემოკრატიის ქვაკუთხედი“,- აღნიშნა ელჩმა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend