მთავარისაქართველოსაქართველოს ეკონომიკა ბოლო 9 თვეში 11,3%-ით გაიზარდა

საქართველოს ეკონომიკა ბოლო 9 თვეში 11,3%-ით გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2021 წლის სექტემბერში ეკონომიკა 6.9%-ით გაიზარდა, ხოლო ბოლო ცხრა თვეში 11.3%-ით. საქსტატის ცნობით საერთო ეკონომიკური ზრდა სექტორული მაჩვენებლის ზრდის ხარჯზე მოხდა. ამ მხრივ წინსვლა შეიმჩნევა შემდეგ დარგებში –

საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა,

ტრანსპორტი და დასაწყობება,

ენერგეტიკა,

სასტუმროები და რესტორნები,

ხელოვნება და ვაჭრობა.

რაც შეეხება კლებას, საქსტატის მონაცემებით, მკვეთრი ვარდნა მხოლოდ ერთ სექტორს შეეხო და ეს არის მშენებლობა.

ეკონომიკის ექსპერტების აზრით, ე.წ. „ლოკდაუნის“ შემდეგ ეკონომიკის გახსნის ფონზე, ასეთი ზრდა მოსალოდნელი იყო.

თუმცა, რამდენად სტაბილურ სახეს მიიღებს ზრდის ტენდენცია და აისახება თუ არა რიგითი მოქალაქის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ეს მაჩვენებლები საგრძნობლად, სპეციალისტებს ამის თქმა უჭირთ.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend