მთავარიdraft geo"ბარსელონამ" რონალდ კუმანი მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლა

“ბარსელონამ” რონალდ კუმანი მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლა

კატალონიის “ბარსელონამ” რონალდ კუმანი მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლა. ესპანეთის ლა ლიგის მეთერთმეტე ტურში “ბარსელონა” “რაიო ვალეკანოსთან” დამარცხდა და სატურნირო ცხრილში მეცხრე ადგილზე გადავიდა.

კუმანმა კატალონიური კლუბი 2020 წლის აგვისტოში ჩაიბარა და პირველ სეზონში “კოპა დელ რეი” მოიგო.

58 წლის სპეციალისტის ხელმძღვანელობით უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ამ სეზონში “ბარსელონამ” 3 თამაშის შემდეგ 3 ქულა მოაგროვა და ჯგუფში მესამე პოზიციას იკავებს. გუნდი მომდევნო შეხვედრას ლა ლიგაში  “ალავესის” წინააღმდეგ 30 ოქტომბერს გამართავს.

ახალი მთავარი მწვრთნელის პოსტზე “ბარსელონას” ხელმძღვანელები რამდენიმე კანდიდატს განიხილავენ, მათ შორისაა კლუბის ლეგენდარული ფეხბურთელი, ჩავი ერნანდესი, რომელიც ამჟამად “ალ-სადის” მთავარი მწვრთნელია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend