მთავარიაზიაიაპონიაიაპონიის პრინცესამ სამეფო ტიტული დაკარგა

იაპონიის პრინცესამ სამეფო ტიტული დაკარგა

იაპონიის პრინცესა მაკო დაქორწინდა. ვინაიდან იგი რიგით მოქალაქეს გაჰყვა ცოლად, იძულებული გახდა, ტიტული დაეთმო. მაკო ტახტის მემკვიდრის პრინც აკიშინოსა და პრინცესა კიკოს უფროსი ქალიშვილია. იმპერატორის ძმისშვილის გადაწყვეტილებას, რომ ადვოკატ კეი კომუროს გაჰყოლოდა ცოლად, იაპონიაში აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა.

„ვიცი, რომ საზოგადოებას განსხვავებული მოსაზრება აქვს, კეის რომ გავყევი ცოლად. ძალიან ვწუხვართ შექმნილი უხერხულობის გამო. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ჩემზე ფიქრობდა და დარდობდა, ძალიან ბევრმა ადამიანმა დაგვიჭირა მხარი, მიუხედავად იმისა, რომ ცრუ ინფორმაციამ გარკვეული დაბნეულობა გამოიწვია“, – აცხადებს იმპერატორის ძმისშვილი, მაკო კომურო.

სამი წლის წინ დაგეგმილმა  ქორწინებამ ცერემონიისა თუ ტრადიციული რიტუალების გარეშე ჩაიარა. ფინანსურ საკითხებზე უთანხმოება იყო. მაკომ გადაწყვიტა, უარი ეთქვა იმ ანაზღაურებაზე, რომელიც მას ეკუთვნოდა.

„კარგი იქნებოდა, განწყობა სადღესასწაულო ყოფილიყო. აქ მხოლოდ დეპრესია იგრძნობა, რაც არასასიამოვნო გარემოს ქმნის“, – ამბობს მოქალაქე.

ახალდაქორწინებულები ამერიკაში გეგმავენ ცხოვრებას. მაკოს მეუღლე კეი კომურო ადვოკატია, იგი ამერიკის შეერთებულ შტატებში ერთ-ერთ იურიდიულ ფირმაში მუშაობს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend