მთავარიაზიაავღანეთი"თალიბანი" მოსახლეობას ფიზიკური შრომის სანაცვლოდ ხორბალს სთავაზობს

“თალიბანი” მოსახლეობას ფიზიკური შრომის სანაცვლოდ ხორბალს სთავაზობს

ავღანეთში „თალიბანის“ მთავრობამ ქვეყანაში შიმშილის პრობლემის მოსაგვარებლად ახალი პროგრამა წამოიწყო. ისინი ათასობით მოსახლეს ფიზიკური შრომის სანაცვლოდ ხორბალს სთავაზობენ. პროგრამა ქვეყნის დიდი ქალაქებისთვის არის განსაზღვრული, ხოლო დედაქალაქში 40 000 პირის დასაქმდება იგეგმება.

ავღანეთი მრავალი პრობლემის წინაშეა: სიღარიბე, გვალვა, ელექტროენერგიის დეფიციტი, მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა. ამ პრობლემებს კი რთული ზამთარიც ემატება.

„სიღარიბესა და შიმშილს ბევრი მიზეზი აქვს… ერთ-ერთი კოვიდია, რომელიც მთელ მსოფლიოზე მოქმედებს. მეორე კი გვალვა, რომელიც ავღანეთსა და მთელ რეგიონშია. მესამე კი სხვადასხვა დახმარების შეწყვეტა და საერთაშორისო ბანკების მიერ ავღანური კაპიტალისა და ფულის გაყინვაა“, – განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა აბდულ რაჰმან რაშედმა.

წითელი ჯვრის საზოგადოება ჩრდილოეთ ავღანეთის დასახლებებს ეხმარება, აქ დაახლოებით 500 დევნილი ცხოვრობს. თუმცა ამბობენ, რომ ეს დახმარება ჰუმანიტარულ კრიზისს ვერ შეაჩერებს. ისინი საერთაშორისი საზოგადოებებს მოუწოდებენ, რომ ითანამშრომლონ ისლამურ საამიროსთან.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend