მთავარიმსოფლიოევროპაპოლონეთი-გერმანიის საზღვრის გადალახვას ბელარუსიდან ჩასული მიგრანტები ცდილობენ

პოლონეთი-გერმანიის საზღვრის გადალახვას ბელარუსიდან ჩასული მიგრანტები ცდილობენ

გერმანიის ხელისუფლებას პოლონეთის საზღვართან ბელარუსელ მიგრანტთა ნაკადის შეჩერება სურს. როგორც გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ჰორსტ ზეეჰოფერმა განაცხადა, მიგრანტთა შესაჩერებლად ევროკავშირის წევრი ქვეყნების  ერთობლივი მოქმედებაა საჭირო.

,,ეს არის ჰიბრიდული საფრთხის ფორმა, როდესაც მიგრანტებს პოლიტიკურ იარაღად იყენებენ. ეს არის დიდი პრობლემა, რომლის მოგვარებასაც ჩვენ მხოლოდ ერთად შევძლებთ, სახელმწიფოს ჩართულობითა და ევროკავშირის წევრი  ქვეყნების ერთობლივი მოქმედებით“, – განაცხადა გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ჰორსტ ზეეჰოფერმა.

ახლა პოლონეთი -გერმანიის საზღვარზე მიგრანტების გადაადგილებას გერმანიის პოლიცია აკონტროლებს.

გერმანიის უშიშროების მაღალჩინოსნების განცხადებით, გერმანიისა და პოლონეთის საზღვრებზე პოლიციის პატრულირება შეამცირებს მიგრანტთა ნაკადს და გერმანიის საზღვრის უკანონო გადაკვეთის შემთხვევებს.

ამასთანავე, გერმანიის ხელისუფლება აცხადებს, რომ აგვისტოს შემდეგ დაახლოებით 45 000-მა მიგრანტმა გადაკვეთა პოლონეთი-გერმანიის საზღვარი, მათი უმეტესობა სირიისა და ერაყის მოქალაქე იყო. ისინი ბელარუსში იმ იმედით ჩაფრინდნენ, რომ პოლონეთის გავლით ევროკავშირში მოხვდებოდნენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend