მთავარიევროპასაფრანგეთისაფრანგეთში თაფლის რეკორდულად დაბალი რაოდენობა დამზადდა

საფრანგეთში თაფლის რეკორდულად დაბალი რაოდენობა დამზადდა

2021 კატასტროფული წელი აღმოჩნდა ფრანგული მეფუტკრეობისთვის. წელს მხოლოდ შვიდი ათასიდან ცხრა ათასამდე ტონა თაფლის წარმოება იგეგმება, რაც რეკორდულად დაბალი რაოდენობაა. 2020 წელს ამაზე ორჯერ მეტი თაფლი დამზადდა. შემცირებული წარმოება ცუდი ამინდების ბრალია, რომელიც კლიმატის ცვლილებით არის გამოწვეული. საფრანგეთის რეგიონებში წლის განმავლობაში ხშირი იყო ყინვა და წვიმა.

თუმცა, ზოგადად საფრანგეთში თაფლის წარმოება უკვე ათწლეულების განმავლობაში მცირდება.

1990-იან წლებში წელიწადში 35 ათასი ტონა იწარმოებოდა. 2013 წელს ეს მაჩვენებელი 15 ათასამდე დაეცა, ხოლო 2016 წელს – 9 ათასამდე. 2021 წელს კი წარმოება რეკორდულად მცირე იყო.

კლიმატური ცვლილების შედეგად გამრავლდნენ აზიური კრაზანები, რამაც ფუტკრების კოლონიებზე დიდი გავლენა მოახდინა. მათზე უარყოფითად მოქმედებს ასევე გარკვეული პესტიციდები, რომელთა აკრძალვასაც საფრანგეთის მთავრობა აპირებდა, თუმცა შემდგომ გადაიფიქრა.

ფუტკრების რაოდენობა შემცირდა არა მარტო საფრანგეთში, არამედ ევროპის სხვა ქვეყნებში, ასევე თურქეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. შესაბამისად, გაიზარდა თაფლის იმპორტი ჩინეთიდან. კრიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ ჩინელები თაფლს შაქარს უმატებენ. ეს კი მათთვის მიუღებელია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend