მთავარიაზიაისრაელიხმელთაშუა ზღვის ფსკერზე ანტიკური ხმალი აღმოაჩინეს

ხმელთაშუა ზღვის ფსკერზე ანტიკური ხმალი აღმოაჩინეს

ისრაელელმა მყვინთავმა ქვეყნის ხმელთაშუა ზღვის სანაპიროსთან წყალქვეშ აღმოაჩინა ანტიკური ხმალი, რომელიც ექსპერტების თქმით, ჯვაროსნებისდროინდელია.

ანტიკური საკითხების ერთ-ერთი სპეციალისტის განცხადებით, მყვინთავი უქმეებს ისრაელის ჩრდილოეთით ატარებდა, როდესაც წყლისქვეშ ანტიკური არტეფაქტები შენიშნა, მათ შორის იყო ღუზები, თიხის ჯამები და ერთი მეტრის სიგრძის ხმალი.

ისრაელის საზღვაო არტეფაქტების სამსახურის არქეოლოგიური განყოფილების დირექტორი კობი შარვიტი აცხადებს, რომ წყალში არქეოლოგიური მასალა უკეთ ინახება ვიდრე ხმელეთზე. მისი თქმით, წყალქვეშ არ არის ჟანგბადი, მასალა სილის ქვეშ არის დაფლული, მას დაინტერესებული ადამიანები და მყვინთავები ვერ ხედავენ.  სწორედ ამიტომ არის ეს ხმალი ასე კარგად შენახული.

ექსპერტები აცხადებენ, რომ ეს ერთ-ერთია ანტიკური პერიოდის ხმლებიდან, რომლებიც კარგად არის შემონახული.

ახლა ხმალს გაასუფთავებენ და მის შესწავლას გააგრძელებენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend