მთავარიევროპაგერმანიაგერმანიის ერთ-ერთ ქალაქში პარკირების საფასური ავტომობილის ზომით განისაზღვრება

გერმანიის ერთ-ერთ ქალაქში პარკირების საფასური ავტომობილის ზომით განისაზღვრება

გერმანიის სამხრეთ-დასავლეთის ერთ-ერთ ქალაქში ავტომობილების მფლობელებს ხარჯი მოემატებათ. ქალაქის ცენტრში მანქანის გასაჩერებლად დაწესდება ახალი საფასური, რომელიც დამოკიდებული იქნება მათი მანქანის სიდიდეზე. ეს არის იმ პოლიტიკის ნაწილი, რომელიც საზოგადოებრივი ტრანსპორტის წახალისებას ემსახურება.

აქამდე მძღოლები ავტოსადგომზე მანქანის გასაჩერებლად წელიწადში 30 ევროს იხდიდნენ, პირველი იანვრიდან კი მაღალი გამავლობის ავტომობილების მფლობელებს წელიწადში 180, ხოლო პატარა მანქანების მფლობელებს 120 ევროს გადახდა მოუწევთ. ახალ წესებს აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა.

ზოგისთვის მიუღებელია ეს რეგულაციები. მათ მიაჩნიათ, რომ ამას ავტომობილებთან არანაირი კავშირი არ აქვს, თუმცა არსებობენ ადამიანები, რომლებიც ემხრობიან ამ გადაწყვეტილებას. მათი აზრით, ახალი წესების შემოღება მოძრაობის განტვირთვას შეუწყობს ხელს.

ქალაქის ოფიციალური პირების მიზანია, 2030 წლისთვის ქალაქი ნახშირბადნეიტრალური გახდეს და საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფრო მეტად იყოს საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend