მთავარიევროპაგაერთიანებული სამეფოდიდ ბრიტანეთში მოკლული პოლიტიკოსის დეივიდ ამესის ხსოვნას პატივი მიაგეს

დიდ ბრიტანეთში მოკლული პოლიტიკოსის დეივიდ ამესის ხსოვნას პატივი მიაგეს

დიდ ბრიტანეთში 69 წლის დეპუტატის დეივიდ ამესის ხსოვნას მიაგეს პატივი. ამესი მაშინ მოკლეს, როდესაც თავის ამომრჩეველს ხვდებოდა. მას თავდამსხმელმა ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა, რის შემდეგაც კონსერვატორი პოლიტიკოსი გარდაიცვალა. ამ მკვლელობამ საზოგადოება დააფიქრა, რამდენად არის დიდ ბრიტანეთში პოლიტიკოსების უსაფრთხოება დაცული.

გაერთიანებული სამეფოს დეპუტატებმა და პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს დევიდ ამესის ხსოვნას.

,,ჩვენს პოლიტიკას სჭირდება ისეთი ადამიანი, როგორიც იყო დევიდ ამესი, თავდადებული, მგზნებარე, თავისი მრწამსისა და შეხედულებების მტკიცე დამცველი და ამავე დროს განსხვავებული აზრის პატივისმცემელი“, – განაცხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა.

,,ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლებმა, ამომრჩევლებმა, მეგობრებმა, ოჯახის წევრებმა და განსაკუთრებით კათოლიკურმა ეკლესიამ, რომლის ერთგული მიმდევარიც იყოს, პატივი მიაგეს მის ხსოვნას. მისი სიკეთე და წესიერება ახსოვს ყველას, ვისაც კი შეხვედრია და ამის დასტური ის სიყვარული და პატივისცემაა, რომელიც მას წილად ხვდა“, – თქვა დიდ ბრიტანეთში ოპოზიციის ლიდერმა კირ სტარმერმა.

სამართალდამცველებმა დევიდ ამესის მკვლელობაში ეჭვმიტანილი უკვე დააკავეს, ის დიდი ბრიტანეთის მოქალაქეა. პოლიციის ინფორმაციით, თავდამსხმელი მარტო მოქმედებდა. გამოძიება ჯერ არ დასრულებულა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend