მთავარიევროპაგაერთიანებული სამეფოლონდონში ბობ მარლის შემოქმედება და ცხოვრება სცენაზე მიუზიკლის სახით გაცოცხლდება

ლონდონში ბობ მარლის შემოქმედება და ცხოვრება სცენაზე მიუზიკლის სახით გაცოცხლდება

ლონდონში ლირიკის თეატრში, 20 ოქტომბერს მიუზიკლი გაიმართება, რომელიც მუსიკალური მიმდინარეობის, რეგის ლეგენდის ბობ მარლის შემოქმედებასა და ცხოვრებას სცენაზე გააცოცხლებს.

მიუზიკლისთვის 6 წლის განმავლობაში ემზადებოდნენ და როგორც მასში მონაწილე მსახიობები ამბობენ, წარმოდგენის გზავნილი – სიყვარული და მშვიდობაა.

დიდ ბრიტანეთში დაიდგა ახალი მიუზიკლი, რომელშიც რეგის ლეგენდის ბობ მარლის შემოქმედება და ცხოვრებაა გადმოცემული.

ბობ მარლის  ბრიტანელი მსახიობი და დრამატურგი არინზე კენე განასახიერებს. ამისთვის მან მომღერლისთვის დამახასიათებელი ჩვევები შეისწავლა. სიარულის მანერითაც კი მას ბაძავს.

წარმოდგენის წინასწარი ჩვენება თეატრში 1 ოქტომბრიდან იმართება. დადგმაში ყურადღება გამახვილებულია როგორც მარლის მუსიკაზე, ისე მის ცხოვრებაზე. იამაიკელი მუსიკოსი დღესაც დიდ შთაბეჭდილებას ახდენს მსმენელზე.

“ბობის გზავნილი სიყვარული და ურთიერთგაგება იყო, ეს  დღესაც აქტუალური”, – მიიჩნევს მიუზიკლში მთავარი როლის შემსრულებელი არინზ კენე.

“ბობ მარლი აქტივისტი იყო, მისი სიმღერები ისეთ მნიშვნელოვან თემებს ეხება, როგორებიცაა სიყვარული, ერთიანობა და იმედი. თითქოს ის  მეამბოხეც იყო. ზოგჯერ უბრალოდ ისმის მუსიკა, შენ კი გინდა, ადგე და იცეკვო.  ჩვენი მაყურებელიც ასე იქცევა.  ეს მართლაც განსაკუთრებული იყო”, – ამბობს მსახიობი გაბრიელ ბრუკსი.

მიუზიკლის მომზადებას ექვსი წელი დასჭირდა. პანდემიამაც შეუშალა ხელი პრემიერის გამართვას.

რეჟისორი კლინტ დაიერი და მისი გუნდის წევრები მხოლოდ მაშინ დამშვიდდნენ, როდესაც წარმოდგენა სცენაზე ნახეს.

“ამ ვითარებაში ასეთი წარმოდგენის გამართვა რთული იყო, თუმცა ეს  ჩვენ ყოველთვის გვინდოდა. მაგრამ მე არ უარვყოფ იმ ფაქტს, რომ ახლა უფრო მეტი ადამიანი გაიაზრებს მას და სიამოვნებით მოისმენს. ასე რომ, ეს მართლაც საოცარია”, – ამბობს მიუზიკლის რეჟისორი კლინტ დაიერი.

წარმოდგენის პრემიერა ოფიციალურად ლონდონის ლირიკის თეატრში 20 ოქტომბერს გაიმართება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend