მთავარისაქართველოლოიდ ოსტინი - აშშ დიდად აფასებს საქართველოს, როგორც მტკიცე სტრატეგიულ პარტნიორს

ლოიდ ოსტინი – აშშ დიდად აფასებს საქართველოს, როგორც მტკიცე სტრატეგიულ პარტნიორს

ამერიკის შეერთებული შტატები დიდად აფასებს საქართველოს, როგორც მტკიცე სტრატეგიულ პარტნიორს. ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ უცვლელი და მტკიცეა, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა საქართველოს თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბუჭულაძესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

აშშ-ის თავდაცვის მდივნის განცხადებით, ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომელსაც ქართულ მხარესთან მოეწერა ხელი, ხაზს უსვამს აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის გრძელვადიან პოლიტიკას, რომ დაეხმაროს საქართველოს, დაიცვას საკუთარი თავი და წინ წაიწიოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.

„ახლა უკვე 3 წელზე მეტია, რაც საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა მსახურობდა როგორც ჩვენი ძალისხმევის საფუძველი, რომ ხელი შეგვეწყო საქართველოს თავდაცვისუნარიანობისა და მზადყოფნის ზრდისთვის. პროგრამა დასრულდება ამ წლის ბოლოს. დღეს მაქვს პატივი საქართველოს თავდაცვის მინისტრთან ერთად გამოვაცხადოთ საქართველოს თავადაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივა. ეს ინიციატივა იქნება ცენტრალური აშშ-ს დეპარტამენტს ერთი მხრივ, ხოლო მეორე მხრივ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს თავდაცვის ძალებს შორის თანამშრომლობისათვის. ეს აღნიშნავს ამაღელვებელ ახალ ფაზას უსაფრთხოების ორმხრივ თანამშრომლობაში ჩვენს ქვეყნებს შორის. ჩვენ ნამდვილად გამოვიყენებთ ბაზად საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამას და გავაგრძელებთ ინსტიტუციური რეფორმების მხარდაჭერას საქართველოს თავდაცვის სექტორში, გავაძლიერებთ შესაძლებლობებს და უნარს, რომელიც აუცილებელია ეფექტიანი შეკავებისა და თავდაცვისათვის. ხელს შევუწყობთ, ასევე, საქართველოს ურთიერთთავსებადობას ნატოსთან. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, საქართველოს შეირაღებული ძალების მოდერნიზებითა და განვითარებით, ეს ინიციატივა დააწინაურებს და ხელს შეუწყობს ჩვენს საზიარო ინტერესებს და კვლავ გაამყარებს მომავალში ჩვენს პარტნიორობას. ამ ინიციატივის წარმატებას დასჭირდება მჭიდრო თანამშრომლობა ჩვენს ქვეყნებს შორის, რომ დავრჩეთ იმ გზაზე, რომელიც ემსახურება საერთო მიზნებს. ახლა, ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომელსაც ხელი მოვაწერეთ თავდაცვის მინისტრთან ერთად, კვლავ ადასტურებს მნიშვნელობას ჩვენი სამუშაოსი და არის დემონსტრირება, რომ ჩვენ ერთობლივად ვართ განწყობილი და ერთგული ამ ინიციატივის წარმატების, ხაზს უსვამს აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის გრძელვადიან პოლიტიკას, რომ დაეხმაროს საქართველოს, დაიცვას საკუთარი თავი და წინ წაიწიოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. ამავდროულად, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გააძლიეროს ქვეყნის დემოკრატია და გაატაროს ფუნდამენტური რეფორმები, რომლებიც აუცილებელია საქართველოს დასავლეთთან მეტად მჭიდროდ დაკავშირებისთვის“, – განაცხადა ლოიდ ოსტინმა.

ამასთანავე, აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ქართველ სამხედროებს ავღანეთის მისიაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუახადა და აღნიშნა, რომ საქართველომ, რომელსაც აღნიშნულ მისიაში 32 დაღუპული სამხედრო ჰყავს, დიდი მსხვერპლი გაიღო.

„მსურს მადლობის სიტყვებით მივმართო ბატონ მინისტრს, საქართველოს თავდაცვის ძალებს, ქართველ ხალხს მათი მტკიცე მხარდაჭერისათვის, რომელსაც იჩენდნენ აშშ-ისა და ნატოს ძალისხმევისადმი ავღანეთში. პირადად, როგორც ავღანეთის ომის ვეტერანი, განსაკუთრებით მადლიერი ვარ ყველაფრისთვის, რაც თქვენ გააკეთეთ. საქართველომ არაპროპორციული როლი შეასრულა ამ მისიაში. ქართული ჯარები მხარდამხარ მსახურობდნენ ამერიკელ სამხედროებთან და მეგობრებთან ერთად. აგებდნენ კავშირებს ჩვენს ქვეყნებს შორის, რომელიც სცდებოდა კულტურულ და ლინგვისტურ განსხვავებებს. საქართველომ მართლაც რომ დიდი მსხვერპლი გაიღო – 32 დაღუპული და 293 დაჭრილი ავღანეთში. ამერიკის შეერთებული შტატები პატივს მიაგებს მათ მსხვერპლს. ჩვენ ღრმა პატივისცემას გამოვხატავთ ქართველი ხალხისადმი, ყველა სამხედროს მიმართ, ვინც იმსახურა, მათი ოჯახების მიმართ. ჩვენი კოლექტიური ძალისხმევა ავღანეთში არის კიდევ ერთი დემონსტრირება ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის სიძლიერისა, ჩვენი საზიარო ინტერესებისა და ღირებულებებისა“, – განაცხადა ლოიდ ოსტინმა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend