მთავარიმსოფლიოევროპადიდ ბრიტანეთში კორონავირუსის შემთხვევათა რეკორდული რაოდენობა გამოვლინდა

დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის შემთხვევათა რეკორდული რაოდენობა გამოვლინდა

კორონავირუსი და ევროპა

დიდ ბრიტანეთში ბოლო 3 თვის განმავლობაში კორონავირუსის შემთხვევათა რეკორდული რაოდენობა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში 45 000 ახალი შემთხვევაა დადასტურებული, გარდაიცვალა 57 ადამიანი. ეროვნული სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით, გასულ კვირას ინგლისში ყოველი 60 ადამიანიდან ერთი კორონავირუსით იყო ინფიცირებული.

ქვეყანაში ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად 12-დან 15 წლამდე მოზარდებისთვის ვაქცინაციის დამატებითი ცენტრების მოწყობა იგეგმება, რადგან ამ ასაკობრივ ჯგუფში ყველაზე  მეტად ვრცელდება კოვიდი.

რუსეთშიც რეკორდულად მაღალი – 34 000-ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 997 ადამიანი. „მოსკოუ ტაიმსის“ ინფორმაციით, ხელისუფლება პენსიაზე ან თვითიზოლაციაში მყოფ ექიმებს  მოუწოდებს, დაბრუნდნენ სამსახურებში და აიცრან, რათა დაეხმარონ ჯანდაცვის სექტორს.

რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში კი,  სადაც კოვიდის გავრცელების მაჩვენებელი 1000 სულ მოსახლეზე 16-ს შეადგენს, პოლიცია აქტიურად მუშაობს და ადგილობრივებს ამოწმებს. ქვეყანაში მოქალაქეებს საჯარო სივრცეებში, მაღაზიებსა და ხალხმრავალი შეკრების ადგილას ვაქცინაციის დამადასტურებელი სერტიფიკატის წარდგენა მოეთხოვებათ.

იტალიის ზოგიერთ რაიონში გასულ უქმეებზე ე.წ. „მწვანე საშვის“ საწინააღმდეგო აქცია გაიმართა. ქვეყანაში სამუშაო ადგილებზე შესასვლელად საშვის წარდგენაა სავალდებულო. კვირას ტრიესტის პორტის თანამშრომლებს გენუის პორტში დასაქმებულებიც შეუერთდნენ. მათ პორტის შესასვლელი გადაკეტეს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend