მთავარიმსოფლიოსახაროვის პრემიის ფინალისტების ვინაობა ცნობილია

სახაროვის პრემიის ფინალისტების ვინაობა ცნობილია

სახაროვის პრემია გადაეცემათ ადამიანებს, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე ადამიანის უფლებათა და თავისუფლების დაცვას მიუძღვნეს.

პრემია საბჭოთა მეცნიერისა და დისიდენტის ანდრეი სახაროვის პატივსაცემად 1988 წელს ევროპარლამენტმა დააწესა. პრეტენდენტების სიას ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტი ადგენს.

სახაროვის პრემიის ფინალისტების ვინაობა ცნობილია.

2021 წელს პრემიის მიღების პრეტენდენტები წელს მსოფლიოს მასშტაბით თავისუფლებისათვის მებრძოლი სამი ყველაზე გამორჩეული ადამიანია.

ერთ-ერთი მათგანი რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნია. ის რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ყველაზე მწვავე კრიტიკოსია.

რუს ოპოზიციონერს ამჟამად ორ წელიწადნახევრიანი სასჯელი აქვს მისჯილი.

ფინალისტები არიან ავღანელი ქალებიც, “თალიბანის” ხელისუფლებაში დაბრუნების ფონზე მათ მიერ თანასწორობისათვის გაწეული და მიმდინარე ბრძოლისათვის.

მესამე ფინალისტი კი ბოლივიის ყოფილი ლიდერი ჟეანინ ანიეზეა, ის სამხრეთ ამერიკაში დისიდენტური საქმიანობის სიმბოლოდაა მიჩნეული.

გამარჯვებული ჯილდოდ 50 ათას ევროს მიიღებს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend