მთავარიაზიალიბანილიბანში დაპირისპირებას ექვსი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ლიბანში დაპირისპირებას ექვსი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

14 ოქტომბერს ბეირუთი ნამდვილ საომარ ზონად იქცა მას შემდეგ, რაც ორ პოლიტიკურ ჯგუფს შორის სროლა დაიწყო. ლიბანის ქუჩებში ბოლო დროს მომხდარ ყველაზე სისხლიან დაპირისპირებას ემსხვერპლა 6 ადამიანი,  ათეულობით კი დაშავდა.  ინციდენტი გამოიწვია იმ დაძაბულობამ, რომელიც პორტში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებულ გამოძიებას ახლდა.

ძალადობის შესაჩერებლად ქვეყნის მთავარსარდალმა დედაქალაქის ქუჩებში სამხედროები განათავსა. პრეზიდენტმა მიშელ აუნმა კი პირობა დადო, რომ პორტში მომხდარი აფეთქების გამო ყველა პასუხისმგებელი პირი დაისჯება.

ქვეყნის პრეზიდენტი მიშელ აუნი საზოგადოებას ჰპირდება, რომ აუცილებლად იზრუნებს, რომ გამოძიებამ სიმართლე დაადგინოს და დამნაშავეები დაისაჯონ, როგორც ეს ნებისმიერი სხვა გამოძიების შემთხვევაში მოხდებოდა. მისი თქმით, ეს ეხება იმ დანაშაულსაც, რომელიც პორტში მომხდარ აფეთქებას უკავშირდება. ამ საქმის გამოძიება მისთვის პრიორიტეტულია.

შეერთებული შტატები და გაეროს წარმომადგენლები თითოეულ მხარეს მოუწოდებენ, სროლა შეწყვიტონ და პრობლემა მშვიდობიანი გზით მოაგვარონ.

როგორც გაეროს გენერალური მდივნის სპიკერი სტეფან დუჟარიკი ამბობს, ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა იოანა ვრონეცკა,  სპეციალური კოორდინატორი ლიბანის საკითხებში.  მან დაგმო სისხლიანი დაპირისპირება და ხაზი გაუსვა თავშეკავების, სიმშვიდისა და სტაბილურობის შენარჩუნებისა და სამოქალაქო პირების დაცვის უზრუნველყოფის აუცილებლობას.

პორტში აფეთქებამ და შექმნილმა ვითარებამ კიდევ უფრო გაამწვავა ქვეყანაში არსებული პრობლემები, ვალუტა გაუფასურდა, ქვეყანაში სიღარიბე და ენერგეტიკული კრიზისია, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდებაც შეფერხებულია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend