მთავარისაქართველოროგორია ვაქცინაციის ტემპი კახეთში

როგორია ვაქცინაციის ტემპი კახეთში

საქართველოს მასშტაბით მასობრივი ვაქცინაცია მიმდინარეობს. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით იმუნიზაციის პროგრამაში ჩართული სამედიცინო დაწესებულებები კოვიდსაწინააღმდეგო აცრებს 333 ამცრელი ბრიგადით ატარებენ.

ეპიდემიოლოგები ვაქცინაციის შემცირებულ ტემპზე საუბრობენ, როგორც დედაქალაქში ასევე რეგიონებში.

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა კი უკვე რამდენიმე დღეა 4000-ზე მეტია. ეპიდვითარება უარესდება კახეთშიც.

ევრონიუს ჯორჯიამ” თელავში მოსახლეობას ჰკითხა თუ რა იციან ვაქცინაციის შესახებ. პასუხებიდან გამომდინარე გაირკვა, რომ აქ ზოგი უკვე სრულად არის აცრილი, ზოგს საკმარისი ინფორმაცია არ აქვს ზოგი კი –  უარს ამბობს ვაქცინაციაზე.

„ამჟამად ორჯერ ვარ აცრილი, ეს იმიტომ გადავწყვიტე, რომ სულ მაგაზეა ლაპარაკი, რომ რაც შეიძლება მეტი პროცენტი უნდა აიცრას, რომ ამ უბედურებას გადავურჩეთ“.

„მე, როგორც 72 წელს გადაცილებულს ნამდვილად არ ამცრიან… არც ამცრეს…ესეც დაავადებული კაცია და არ შეიძლებოდა ამისი აცრა.. მე მაინც მოხარული ვარ, რომ ვაქცინაცია ყველამ მიიღოს, ალბათ მერე ჯანმრთელობა იქნება“.

„ასაკი მაქვს.. 74 წლის ქალი ვარ და რა მნიშვნელობა აქვს აცრილი მოვკვდები თუ აუცრელი“.

„აცრილი ვარ, ორჯერ “პფაიზერითავიცერი. ეს იმიტომ გავაკეთე, რომ ოჯახი იყოს უსაფრთხოდ და მეც“.

“არა ვარ აცრილი და არც ავიცრები. რად მინდა შვილო 83 წლისა ვარ და რაღა დროს ჩემი აცრაა. წინათაც იყო შავი ჭირი, ქოლერაც ეხლაკონორას“ შეურჩიეს სხვა სახელი“.

„ორჯერ ვარ აცრილი და სხვებზე რა მოგახსენოთ. ოჯახშიც ყველა აცრილია“, – ამბობენ თელავში მცხოვრებნი.

თელავში სამი ვაქცინაციის ცენტრია, ერთ-ერთში ვაქცინაციისთვის დღეს, 13 ოქტომბერს მხოლოდ 4 ადგილია დაჯავშნილი, თუმცა ამ 4 მსურველიდანაც ასაცრელად მხოლოდ ერთი მოვიდა.

„ამ ეტაპზე ვაქცინაცია მნიშვნელოვნად შემცირებულია, თითქმის სამჯერ უფრო მცირეა ვიდრე აგვისტოში. განსაკუთრებით “სინოვაკის” ვაქცინაზე, თუმცა “პფაიზერით” და “სინოფარმითაც” ვაქცინაციის შედეგები საკმაოდ დაბალია. ჯავშნებიც… თუ აგვისტოსა და სექტემბერში სრულად იყო დღე დაჯავშნილი და თავისუფალი ადგილები არ გვქონდა და ადგილზე მოსულ პაციენტებს ჩვენ ვუჯავშნიდით ადგილებს, ახლა ასე აღარაა, ამ ეტაპზე საგრძნობლად შეცვლილია სიტუაცია“, – ამბობს იმუნიზაციის პროგრამის ხელმძღვანელ ავთანდილ ყამბარაშვილის კლინიკაში ეკა ონიკაძე.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, 15 მარტიდან 10 ოქტომბრის პერიოდში კახეთში კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის მინიმუმ ერთი დოზით 45 668 ადამიანია აცრილი. იმავე სტატისტიკით 11 რეგიონიდან კახეთი მეშვიდე ადგილზეა.

კახეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრში ამბობენ, რომ რეგიონში 13 ამცრელი პუნქტია, თუმცა იმისათვის, რომ ვაქცინაცია ყველასათვის იოლად მისაწვდომი იყოს აცრის პუნქტები სოფლებშიც დაემატა.

„მოსახლეობასთან საკომუნიკაციოდ შეიქმნება სპეციალური ჯგუფები, სხვადასხვა უწყებებიდან, ეს სამუშაო ჯგუფები აქტიურად ივლიან კარდაკარ სოფლებში ივლიან, გაესაუბრებიან მათ, გამოიკვლევენ მიზეზებს და მიაწოდებენ ინფორმაციას, შემდეგ კი ერთ  დღეში მარათონივით ჩატარდება ვაქცინაცია“, – ამბობს კახეთის რეგიონის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ნელი ხიზანიშვილი.

ბოლო მონაცემებით საქართველოში მილიონ 800 ათასზე მეტი აცრაა ჩატარებული, თუმცა ამჟამად ყოველდღიურად ნაკლები ხალხი იცრება.

პანდემიის დაძლევის ერთადერთ საშუალებად კი ეპიდემიოლოგები კვლავ ვაქცინაციას ასახელებენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend