მთავარი ევროპა ნორვეგია ნორვეგიაში მშვილდ-ისრით შეიარაღებულმა პირმა 5 ადამიანი მოკლა

ნორვეგიაში მშვილდ-ისრით შეიარაღებულმა პირმა 5 ადამიანი მოკლა

ნორვეგიის ქალაქ კონგსბერგში მშვილდ-ისრით შეიარაღებული პირის თავდასხმის შედეგად დაიღუპა ხუთი ადამიანი, რამდენიმე კი დაშავდა. პოლიციის კომისრისა და პრემიერ-მინისტრის განცხადებით, თავდამსხმელი მარტო მოქმედებდა და ის უკვე დაკავებულია. დაკავებულს თავდასხმის მოტივებზე არ უსაუბრია. ის ჯერ არ დაკითხულა.

„პოლიციის მონაცემებით, თავდამსხმელი მარტო მოქმედებდა. უნდა აღვნიშნო, რომ ბევრი რამ ჯერ არ ვიცი. თუ რა მიზეზი ჰქონდა ამ ქმედებას ამაზე საუბარი ჯერ ადრეა. პოლიცია განიხილავს, იყო თუ არა ეს ტერორისტული აქტი. კონგსბერგში მომხდარი მოვლენები შემზარავია“, – განაცხადა ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა ერნა სოლბერგმა.

პოლიციის წარმომადგენლის განცხადებით, ქალაქში რამდენიმე ადგილია, სადაც დანაშაული მოხდა.

ნორვეგიაში მასობრივი მკვლელობები იშვიათია, თუმცა ანდერს ბრეივიკის მიერ 2011 წელს განხორციელებული ორი ტერორისტული აქტი, რომელსაც 75 პირი ემსხვერპლა, ნორვეგიელების მეხსიერებიდან ჯერ არ გამქრალა.

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend