მთავარიმსოფლიოევროკავშირსა და ავსტრალიას შორის უთანხმოება გრძელდება

ევროკავშირსა და ავსტრალიას შორის უთანხმოება გრძელდება

ევროკავშირსა და ავსტრალიას შორის მოლაპარაკებები კვლავ შეჩერებულია, რადგან ავსტრალიამ საფრანგეთთან გაფორმებული წყალქვეშა ნავებთან დაკავშირებული 34 მილიარდი ევროს ღირებულების კონტრაქტი დაარღვია.

ავსტრალიის ვაჭრობის მინისტრი დენ ტიენი ბრიუსელში მოლაპარაკებების განახლების მიზნით იმყოფება. მისი თქმით, რეგიონში შეიცვალა ვითარება. მათთვის ბრიტანეთისა და შეერთებული შტატების მიერ შემოთავაზებული წყალქვეშა ნავები უფრო მისაღებია.

დენ ტიენი აცხადებს, რომ მათ კარგად ესმით, რატომ არის გაღიზიანებული  საფრანგეთი. მათ სურთ, აუხსნან ფრანგულ მხარეს, თუ რატომ მიიღეს ეს გადაწყვეტილება. როგორც დენ ტიენი აღნიშნავს, მათი მიზანი მოლაპარაკებების გაგრძელებაა.

ფრანგულ მხარესთან კონტრაქტის გაფორმების შემდეგ ვითარება ინდო-წყნარ ოკეანეში  შეიცვალა.

როდესაც ავსტრალიამ კონტრაქტის დარღვევასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა, ევროკავშირმა საფრანგეთს დაუჭირა მხარი.

თუმცა ბოლო დღეებში დაძაბულობა მინელდა – საფრანგეთმა დააბრუნა თავისი ელჩი ავსტრალიაში. ახლა კი კომისია მზად არის, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებები განაახლოს. თუმცა ურთიერთობებს უკვე მიადგა ზიანი.

სავაჭრო კომიტეტის თავმჯდომარე ბერნდ ლანგე აღნიშნავს, რომ ნდობა მნიშვნელოვანია სავაჭრო შეთანხმების მისაღწევად, ეს ნდობა კი განვითარებული მოვლენების გამო შეირყა. შედეგად შეფერხდა მოლაპარაკების პროცესიც. მისი აზრით, მომხმარებელთა დაცვისა თუ შრომის უფლებების საკითხები, გარემოსდაცვითი სტანდარტები და კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული ვალდებულებები ნამდვილად ნდობას ემყარება.

ასევე  მნიშვნელოვანი საკითხებია სოფლის მეურნეობის სტანდარტების ჩამოყალიბება, ღვინის ინდუსტრია და ცხოველთა უფლებების დაცვა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend