როდესაც საქმე გოლფს ეხება, მსოფლიოში გოლფის 18 საუკეთესო მოედანს შორის დუბაი საუკეთესო არჩევანია.
დუბაიში გოლფის სათამაშო მინდვრებს ან კომპანია Dubai Golf-ი მართავს, ან გლობალური მენეჯერული Troon International. „ევრონიუსი“ Troon-ის ყველაზე ცნობილ დაწესებულებას Montgomery Golf Club Dubai-ს ესტუმრა.
მარკ ჩაპლესკი, კომპანია Troon International-ის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი:
„მონტგომერი ყველაზე ძვირფასი იმიტომ არის ჩვენთვის, რომ ამ რეგიონში, ახლო აღმოსავლეთში ეს პირველი უძრავი ქონებაა, რომელსაც „ტრუნმა“ მოჰკიდა ხელი. მისი დიზაინი ნამდვილად უნიკალურია. იგი დესმონდ მუირჰედმა და კოლინ მონტგომერიმ ერთად შექმნეს. დესმონდი ცნობილი იყო თავისი ექსცენტრულობით, მაგრამ ეს გოლფის მინდორია – ეს გართობის ადგილია. ეს ყველა ტიპის მოთამაშეზეა გათვლილი.“
კითხვაზე თუ რატომ არის დუბაი ასეთი მიმზიდველი გოლფის მოყვარულთათვის, მარკ ჩაპლესკი ასე პასუხობს:
„პასუხი მარტივია. ამას რამდენიმე მიზეზი აქვს: ერთი, რომ აქ ძალიან კარგი გოლფის მინდვრებია. ჩვენ 10, 18-ფოსოიანი მოედნები გვაქვს და მათი უემეტესობა გოლფის ლეგენდარული მოთამაშეების გაკეთებულია, მათ შორის არიან კოლინ მონტგომერი, ერნი ელსი, იან ბეიკერ-ფინჩი და ა.შ. მეორე მიმზიდველი ფაქტორია ამინდი, უკეთეს ამინდს ვერსად ნახავ ნოემბრიდან აპრილის ბოლომდე – ერთ-ერთი საუკეთესო ამინდია მსოფლიოში – გარანტირებული ხარ, რომ ითამაშებ.“
დუბაის ცნობილ მინდვრებზე გოლფის არაერთ საუკეთესო მოთამაშეს უთამაშია. როგორც Emirate Golf Club-ის ხელმძღვანელი ქრისტოფერ მეი ამბობს, „მეჯლისის“ მინდორს [Majlis course] უამრავი ადამიანი მიიჩნევს განსაკუთრებულად, რადგან ის გოლფის სათამაშო პირველი მინდორია ახლო აღმოსავლეთში.
Emirate Golf Club-ის ხელმძღვანელი ქრისტოფერ მეი:
„ იგი 1987 წელს გაკეთდა და ამ რეგიონში გოლფის განვითარებაში წამყვანი ადგილი ეჭირა. აქ 1988 წლიდან ტარდებოდა ევროპის გოლფის ტურნირი Dubai Desert Classic, რომელშიც მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეები მონაწილეობდნენ. ეს ჩემპიონატი მთელი მსოფლიოს მასშტაბით გადაიცემა ტელევიზიით. ამიტომ ყველას სურს აქ ჩამოსვლა და თამაში. ეს ის მინდორია, რომელზეც აუცილებლად უნდა ითამაშო, თუ დუბაიში ხარ, თანაც აქ ნებისმიერი დონის მოთამაშისთვის ჰყავთ მწვრთნელი, დამწყები იქნები თუ პროფესიონალი, აქ კარგად მოგხედავენ.“
დუბაიში გოლფის თამაშის შემდეგ დასვენება ძალიან მნიშვნელოვანია. Golf Club-ის სასტუმროები, მაგალითად, Address Montgomery-ი ულამაზესი საცურაო აუზებითა და მდიდრული სპა-სალონებით არის ცნობილი. Golf Club-ის სამზარეულო დახვეწილია, გოლფის მოთამაშეს შეუძლია, ისეთი მაღალი კლასის რესტორანში წაიხემსოს, როგორიცაა Carine, რომელშიც ფრანგული სამზარეულოს სურნელიც ტრიალებს. Montgomery-ის ახალი რესტორანი Orangery კი ნამდვილად ფილეას ფოგის სამყაროთია შთაგონებული.
ვისაც სურს, ერთდროულად ისიამოვნოს გოლფითა და სადილით, შეუძლია სასტუმრო TOPGOLF-ს ეწვიოს. აქ ნიშებში კერძები დევს, გოლფის ბურთში კი მიკროჩიპია ჩასმული და მას გარეთ დაბლა გიგანტურ სამიზნეს ესვრიან. რაც უფრო შორს მიდის ბურთი და უახლოვდება მოედნის შუაგულს, მით მეტი ქულა იწერება. ეს არაჩვეულებრივი ადგილია ყველასთვის, ვისაც სურს გოლფში რამეს მიაღწიოს.
ავტორი: სარა ჰედლი ჰაიმერსი