მთავარიმსოფლიოდიდი ოცეულის სამიტზე ავღანეთში არსებულ პოლიტიკურ კრიზისს განიხილავენ

დიდი ოცეულის სამიტზე ავღანეთში არსებულ პოლიტიკურ კრიზისს განიხილავენ

იტალიამ, რომელიც დიდი ოცეულის თავმჯდომარე ქვეყანაა, ავღანეთში პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად სპეციალური შეხვედრა დაგეგმა.

ადამიანების უფლებები და ტერორიზმთან ბრძოლა არის ის საკითხები, რომლებსაც დიდი ოცეულის სამიტის წინ გამართული შეხვედრის დროს განიხილავენ.

იტალიის მთავრობის წარმომადგენლების აზრით, მხოლოდ ყოვლისმომცველი და გააზრებული ქმედება შეიძლება იყოს გამოსავალი შექმნილი კრიზისის დასაძლევად.

მათი თქმით, სანამ ავღანეთში ქალთა უფლებები ირღვევა, შეუძლებელია „თალიბანის“ მმართველობის აღიარება. ამავდროულად, იტალიის მთავრობა მოუწოდებს სხვა ქვეყნებს, ავღანეთის მშვიდობიანი მოქალაქეებისთვის ფინანსური მხარდაჭერა უზრუნველყონ.

,,სამიტის ერთ-ერთი მთავარი მიზანია მიგრანტების საკითხი. ეს პრობლემა გავლენას მოახდენს მთელ რეგიონზე – გაზრდის ზეწოლას მეზობელ ქვეყნებზე, რაც გამოიწვევს მძიმე პოლიტიკურ და ეკონომიკურ შედეგებს. მაგრამ არის მეორე პრობლემური საკითხი, რომელიც ტერორიზმს უკავშირდება, როგორც იდეოლოგიური, ასევე პრაქტიკული თვალსაზრისით. არსებობს რისკი, რომ ის გავრცელდეს ეროვნულ საზღვრებს მიღმაც, რეგიონის სხვა ქვეყნებსა ან ახლო აღმოსავლეთისა და ევროპის ტერიტორიებზე ”, – აცხადებს ანალიტიკოსი კლაუდიო ბერტოლოტი

რუსეთის მონაწილეობა მოლაპარაკებებში გადამწყვეტია. ქვეყნის ხელისუფლება შეშფოთებას გამოთქვამს რეგიონში შექმნილი კრიზისის გამო.

20 ოქტომბერს მოსკოვში დაგეგმილ საერთაშორისო მოლაპარაკებებზე „თალიბანის“ წარმომადგენლების მიწვევას აპირებენ.

 

უახლესი

სხვა ამბები

00:05:14

„გისურვებ”

spot_imgspot_img
Send this to a friend