მთავარიმსოფლიოევროპადიდ ბრიტანეთსა და ისრაელში ორსულებს აცრისკენ მოუწოდებენ

დიდ ბრიტანეთსა და ისრაელში ორსულებს აცრისკენ მოუწოდებენ

კორონავირუსი ევროპაში

დიდ ბრიტანეთში ექიმები ორსულებს მოუწოდებენ, კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა გაიკეთონ. ქვეყნის ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ამჟამად ინფიცირებულთა მეხუთედი სწორედ ორსულია.

ისრაელში ექიმების მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით ირკვევა, რომ ფეხმძიმობის ბოლო კვირებში ვირუსს შესაძლოა სერიოზული გართულებები მოჰყვეს როგორც დედისთვის, ისე ნაყოფისთვის.

მეან-გინეკოლოგი ჯო მოუნტფილდი აღნიშნავს, რომ ვაქცინის მიღება ორსულობის ნებისმიერ ეტაპზეა შესაძლებელი. მიღებული მონაცემებით ექიმები ასკვნიან, რომ აცრით არ იზრდება მუცლის მოშლისა და ნაყოფის დაღუპვის რისკი.

რუსეთში ინფიცირებისა და გარდაცვალების მაჩვენებელი მაქსიმალურ ნიშნულს უახლოვდება. ქვეყანაში ვაქცინაციის დაბალი ტემპია, კრემლი კი, როგორც ჩანს, არ აპირებს შეზღუდვების გამკაცრებას. მთავრობის სპიკერმა განაცხადა, რომ ისინი ყველა შესაძლებლობას იყენებენ, რომ  ადამიანებს აცრისკენ მოუწოდონ.

იტალიაში კი წელიწადნახვერის შემდეგ მუშაობა განახლდა თეატრებსა და კინოთეატრებში. გაიხსნა ღამის კლუბებიც. მათ შიდა სივრცის 50 %-ის,  გარე სივრცის კი 75 პროცენტის გამოყენების უფლება მისცეს. ახალი წესები ეხება ე.წ. „მწვანე საშვის“ მფლობელებსა და ქვეყნის იმ რეგიონებს, რომლებშიც ინფიცირების დაბალი მაჩვენებელია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend