საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის გადაწყვეტილებით, ამერიკის კინოაკადემიის 2022 წლის საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციისთვის საქართველოს სახელით ლევან კოღუაშვილის ფილმი „მეოთხე ბრაიტონი” იბრძოლებს.
„მეოთხე ბრაიტონი“ ემიგრაციაში მყოფი ქართველების ცხოვრებაზეა. ქართველი მოჭიდავე კახი ნიუ-იორკში ჩადის, რომ თამაშზე დამოკიდებულ შვილს პრობლემების მოგვარებაში დაეხმაროს. მთავარ როლს ოლიმპიური ჩემპიონი, მოჭიდავე ლევან თედიაშვილი ასრულებს.
ოსკარის რიგით 94-ე დაჯილდოების ცერემონაილი 2022 წლის მარტში გამართება.