17 წლის ძალოსანი ნათია გადელია იუნიორთა მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულია. საუდის არაბეთის ქალაქ ჯედაში მიმდინარე ტურნირზე ნათია გადელიამ ორჭიდში 208 კილოგრამი მოაგროვა და სამი ოქროს მედალი დაიმსახურა.
გადელიამ ატასცა და ორჭიდში საქართველოს რეკორდი 4-4 კილოგრამით გააუმჯობესა.
ამავე ტურნირზე ნიკოლზ ესაერთიამ და გურამ ვეკუამ ვერცხლის მედლები მოიპოვეს.