მთავარიაზიაერაყიერაყის ვადამდელ არჩევნებში საპარლამენტო უმრავლესობა ვერც ერთმა პარტიამ მოიპოვა

ერაყის ვადამდელ არჩევნებში საპარლამენტო უმრავლესობა ვერც ერთმა პარტიამ მოიპოვა

ერაყის დედაქალაქ ბაღდადში შიიტი სასულიერო პირის მოქტადა ალ-სადრის მხარდამჭერები არჩევნების შედეგებს ტაჰრირის მოედანზე ზეიმობენ. გავლენიან სასულიერო პირის ალ-სადრის მოძრაობის წევრები აცხადებენ, რომ ქვეყნის პარლამენტში მათ ყველაზე მეტი მანდატი მოიპოვეს.

„დღეს, ჩვენ ერაყელ ხალხს გამარჯვებას ვულოცავთ. ჩვენ გველის რეფორმები, რომელთა ავტორი მოქტადა ალ-სადრია. ვფიქრობ, რომ დღეს ერაყი გათავისუფლდა. ასეთი შეგრძნება 2003 წლის შემდეგ არ გვქონია. დღეს ერაყი კორუფციისგან გათავისუფლდა“, – ამბობს მოქტადა ალ-სადრის ამომრჩეველი ფადილ ალ-ტაიე.პ

ოპულისტი ლიდერი ალ-სადრი 2003 წელს ამერიკის შეერთებული შტატების ჯარების შემოსვლას აქტიურად აპროტესტებდა. წინასწარი მონაცემებით, 329- წევრიან პარლამენტში მისი პარტია 70 მანდატს მოიპოვებს, რაც, წინა არჩევნებთან შედარებით, გაუმჯობესებული შედეგია. 2018 წლის საპარლამენტო არჩევნებში მისმა პარტიამ 54 ადგილი დაიკავა.

ფატის ალიანსმა, რომელიც ირანის შიიტურ სამხედრო ძალას წარმოადგენს, მოსალოდნელზე ბევრად ნაკლები ხმა მიიღო, თუმცა ჯერ საბოლოო შედეგები არ გამოცხადებულა. წინასწარი მონაცემებით, საპარლამენტო უმრავლესობა ვერც ერთმა პარტიამ ვერ მოიპოვა, თუმცა ალ-სადრის მოძრაობა შეძლებს, ახალ მთავრობაში წამყვანი ადგილი დაიკავოს.

საპარლამენტო არჩევნები 2019 წლის საპროტესტო აქციების შემდეგ ვადაზე ადრე დაინიშნა. 2019 წლის საპროტესტო აქციებისას აქტივისტებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა, რასაც 600 ადამიანი ემსხვერპლა. საზოგადოებამ კი იმედი დაკარგა, რაც არჩევნების აქტივობაშიც გამოიხატა. არჩევნებზე რეკორდულად ცოტა ამომრჩეველი, მოსახლეობის მხოლოდ 41% პროცენტი მივიდა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend