მთავარიმსოფლიოევროპაფინეთში „მოდერნას“ ვაქცინას 30 წლამდე მამაკაცებს აღარ გაუკეთებენ

ფინეთში „მოდერნას“ ვაქცინას 30 წლამდე მამაკაცებს აღარ გაუკეთებენ

კორონავირუსი და ევროპა

რუმინეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 14 000-ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა და 330 ადამიანი გარდაიცვალა, რაც პანდემიის დაწყებიდან ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. გარდაცვლილი 331 პაციენტიდან 303 აუცრელი იყო.  1500-ზე მეტი ადამიანი კრიტიკულ მდგომარეობაშია. ქვეყნის საავადმყოფოები გადავსებულია, ექიმებს  პაციენტების განთავსება დერეფნებში უწევთ.

რუსეთში კი გასულ 24 საათში 27 550 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც  31 დეკემბრის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ჯამში რუსეთში კორონავირუსის 7 690 110 შემთხვევაა დადასტურებული. ყველაზე მეტი 5 404 შემთხვევა მოსკოვში გამოვლინდა, 2418 – სანკტ-პეტერბურგში, 1454 კი – მოსკოვის რეგიონში.

ფინეთში „მოდერნას“ ვაქცინას აღარ გაუკეთებენ 30 წლამდე მამაკაცებს. როგორც ხუთშაბათს კოვიდბრიფინგზე განაცხადეს, ახალგაზრდა მამაკაცებში ვაქცინის მიღების შემდეგ იზრდება მიოკარდიტის განვითარების რისკი.

ლატვიაში საზოგადოებას აფრთხილებენ, რომ ჯანდაცვის სისტემა რთულ მდგომარეობაშია და პანდემიასთან გასამკლავებლად თითოეული ადამიანის მხარდაჭერაა საჭირო.

ვითარებიდან გამომდინარე, სამედიცინო დაწესებულებები საგანგებო რეჟიმზე გადადიან, შესაძლოა, შვებულებაში მყოფი თანამშრომლებიც კი დააბრუნონ სამსახურში.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend