ბათუმში მაშველებმა ჩამონგრეული კორპუსიდან კიდევ ერთი ბავშვი – ახალშობილი გამოიყვანეს. ბავშვი ამ დროისთვის კლინიკაშია გადაყვანილი.
გრძელდება ნანგრევებში მოყოლილი პირების სამძებრო სამუშაოები. პარალელურად, სამაშველო ბრიგადები შენობის დანარჩენი ნაწილიდან მოქალაქეების ევაკუკაციასაც ახორციელებენ.
ბათუმში 26 მაისის ქუჩაზე 5-სართულიანი კორპუსის ერთი სადარბაზო დაახლოებით 11 საათსა და 20 წუთზე ჩამოინგრა. ადგილზე მობილიზებული არიან სამაშველო და სასწრაფო დახმარების სამსახურები.