მთავარი გადაცემები Postcards ოაზისი დუბაის დიუნებში

ოაზისი დუბაის დიუნებში

ალ-ქუდრა დუბაის გარეუბანის მშვენიერი ოაზისია, რომელიც ალ-მარმუმის უდაბნოს დაცულ ტერიტორიაზე მდებარეობს. თუ  ქვიშის მცოცავ დიუნებში შესვლას გაბედავ, იქ უამრავ თვალწარმტაც ხელოვნურ კუნძულს აღმოაჩენ. მათ შორის ყველაზე ცნობილს „სიყვარულის ტბები“ ჰქვია.

ეს ორი ტბა 550 ათას კვადრატულ მეტრზეა გადაჭიმული. ამიტომ არც არის გასაკვირი, რომ  ამ ადგილს თუ ციდან გადმოხედავთ, მხოლოდ ეს ტბები ჩანს.

ეს იდეალური ადგილი დუბაიში ეკოტურიზმის განვითარებას, ასევე უდაბნოს ფლორისა და ფაუნის დაცვას უწყობს ხელს.  აქ ბინდრობენ როგორც ძუძუმწოვრები, ისე თევზები და  175-ზე მეტი სახეობის ფრინველები.

საუდ ფაიზალ მოჰამედი, დუბაის ველური ბუნების მცველი:

„გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფი სახეობების დაცვა მთელ მსოფლიოში ძალიან გავრცელებულია. აქ, დუბაიში კი, განსაკუთრებით მარმუმის ტერიტორიაზე 19-ზე მეტი ასეთი სახეობა გვხვდება.“

ადამიანის ხელით შექმნილი კიდევ ერთი  სასწაულია ტბა „ექსპო 2020“. იგი მიეძღვნა ახლო აღმოსავლეთის, აფრიკისა და სამხრეთ აზიის პირველ მსოფლიო გამოფენას, რომელსაც დუბაიმ უმასპინძლა. ეს არაჩვეულებრივი ადგილია პიკნიკისთვის, სადაც ინსტაგრამისთვის საოცარი ფოტოების გადაღებაც შეიძლება.

აქაური სამი ტბიდან ყველაზე პატარას „მთვარის ტბა“ ჰქვია. მას ნამგალა მთვარის ფორმა აქვს და იდეალური ადგილია იმათთვის, ვისაც სურს, მშვიდად დაჯდეს და მზის ჩასვლისა და დუბაის ენდემური არაბული ანტილოპების ცქერით დატკბეს.

ავტორი: ჯეინ ვიზერსპუნი

უახლესი

სხვა ამბები

დუბაიდუბაი

Send this to a friend