ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
როგორც შარლ მიშელი “ტვიტერზე, წერს, სასიცოცხლოდ მნიშნველოვანია, რომ ახლა ქვეყნის ყურადღება დაუბრუნდეს სიღრმისეულ რეფორმებს.
“ვაფასებ ყველა ქართველს, რომლებმაც არჩევანი გააკეთეს ადგილობრივი არჩევნების პირველ ტურში. სასიცოცხლოდ მნიშნველოვანია, რომ ახლა ქვეყნის ყურადღება დაუბრუნდეს სიღრმისეულ სტრუქტურულ რეფორმებს, როგორც ეს გაწერილია 19 აპრილის შეთანხმებაში, განსაკუთრებით კანონის უზენაესობისა და სასამართლო სფეროში”,- წერს “ტვიტერზე” შარლ მიშელი.