მთავარიევროპაიტალიამაფია ევროკავშირის ფონდებზე ნადირობს

მაფია ევროკავშირის ფონდებზე ნადირობს

უკვე რამდენიმე წელია იტალიაში მოქმედი ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფები ევროკავშირის ფინანსურ ფონდებზე წვდომის მოპოვებას ცდილობენ.

იტალია ევროკავშირის პოსტ – პანდემიური დახმარების პაკეტიდან ყველაზე დიდ ნაწილს მიიღებს, მათ შორის გრანტებსა და სესხებს.

იტალიაში მოქმედი ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფები ბოლო წლების განმავლობაში ბიზნეს სექტორზე არიან კონცენტრირებულები.

პანდემიის მიზეზით ფინანსური გასაჭირში მყოფ კომპანიებს ისინი დახმარებას უწევდნენ, სანაცვლოდ კი ლეგალური ეკონომიკური საქმიანობიდან  შემოსავალს იღებდნენ.

მაფიის წინააღმდეგ მოქმედი საგამოძიებო დირექტორატის ხელმძღვანელი, მაურიციო ვალონე ამბობს, რომ მაფია შეიცვალა.

“ახლა გაცილებით ნაკლები სროლა და მკვლელობები ხდება. გაცილებით ნაკლები სისხლის ღვრაა, ამავე დროს მაფია უფრო მეტად აღწევს ეკონომიკაში. ვსაუბრობ საჯარო ტენდერებზე და საჯარო ადმინისტრაციაზე. 6 თვის განმავლობაში მაფიასთან დაკავშირებული მხოლოდ 2 მკვლელობა მოხდა, ეს ბოლო 30 წლის მანძილზე ყველაზე დაბალი ციფრია, ეს რეკორდული მაჩვენებელია. სადაზვერვო მონაცემების გამოძიებისას მნიშვნელოვანია საჯარო ტენდერის შემოწმება, ისევე როგორც ამ ტენდერებში მონაწილე კომპანიების გამოვლენა. ეს ეხება როგორც ევროკავშირის ასევე ეროვნული ბიუჯეტით დაფინანსებულ პროექტებს“, –  ამბობს მაურიციო ვალონე, მაფიის წინააღმდეგ მოქმედი საგამოძიებო დირექტორატის დირექტორი.

კორონავირუსის პანდემიის მიზეზით საჯარო ტენდერები, განსაკუთრებით კი ჯანდაცვის სფეროში, გაზრდილია. კრიზისულ ვითარებაში, როდესაც საჯარო ტენდერები გამარტივებული წესით ტარდება, კანონის დარღვევის რისკი მატულობს. ამ სახის კრიმინალზე მომუშავე სამართალდამცველების საქმე კი წარსულთან შედარებით გართულებულია.

ტენდერში გამარჯვებული ნებისმიერი კომპანია პოლიციის მიერ მოწმდება.

პანდემიის გამო ფინანსურ კრიზისში მყოფ კომპანიებს კი დაფინანსების მოპოვებისას გამკაცრებული კანონმდებლობის მიხედვით მოქმედება უწევთ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend