მთავარიაზიალიბანიბეირუთის პორტში მომხდარი აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა ნათესავებმა აქცია გამართეს

ბეირუთის პორტში მომხდარი აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა ნათესავებმა აქცია გამართეს

ასობით აღშფოთებულმა ლიბანელმა იუსტიციის სასახლესთან საპროტესტო აქცია გამართა. დემონსტრანტებს შორის ძირითადად შარშან, ბეირუთში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა ნათესავები იყვნენ.

აქციის მონაწილეები გამოძიების შეწყვეტას აპროტესტებდნენ. მათი აზრით, პოლიტიკოსები საქმეში არ უნდა ჩაერიონ. შარშან აფეთქება მოხდა საწყობში, რომელშიც დიდი რაოდენობით ამონიუმის ნიტრატი ინახებოდა, თუმცა უსაფრთხოების წესები არ იყო დაცული. აფეთქებამ, რომელსაც 200 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ცენტრალური ბეირუთის დიდი ნაწილი გაანადგურა.

დაზარალებულები კი გამოძიების განახლებასა  და სიმართლის დადგენას მოითხოვენ. მათი თქმით, დამნაშავეები უნდა დაისაჯონ. ისინი ასევე მხარს უჭერენ მოსამართლე ტარეკ ბიტარს. დაღუპულთა ნათესავებს სურთ, რომ კვლავ მან გააგრძელოს მუშაობა ამ საკითხთან დაკავშირებით.

გასულ კვირას  შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ნოჰად მაჩნუკმა საჩივარი შეიტანა მოსამართლე ბიტარის წინააღმდეგ, რომელსაც მიკერძოებასა და არასათანადო ქცევაში სდებდა ბრალს. ამის გამო გამოძიება უკვე მეორედ შეჩერდა.  სასამართლო სისტემაში ახლა უნდა გადაწყდეს, შეცვლიან თუ არა მოსამართლეს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend