მთავარიაფრიკატუნისიტუნისში პრეზიდენტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა

ტუნისში პრეზიდენტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა

გასულ უქმეებზე ასობით ადამიანი გამოვიდა ტუნისის ქუჩებში. მათ გააპროტესტეს პრეზიდენტ კაის საიედის ბოლოდროინდელი განკარგულებები,  რომლებიც კიდევ უფრო აძლიერებს მის ძალაუფლებას. მათ შორისაა პარლამენტის უფლებამოსილების შეწყვეტა, დეპუტატებისთვის იმუნიტეტის შეჩერება და მათი ხელფასების გაყინვა.

პარტია „ენაჰდას“ წევრი ჯამილა ჯუინი ამბობს,  რომ ისინი ქვეყნის იმ კონსტიტუციის დასაცავად გამოვიდნენ, რომელსაც ტუნისელმა ამომრჩეველმა დაუჭირა მხარი. მისი აზრით, მოსახლეობას სხვა გზა აღარ დარჩა, რომ საკუთარი აზრი გამოხატოს.

ივლისში საიედმა თანამდებობიდან გაათავისუფლა პრემიერ-მინისტრი და დაითხოვა ქვეყნის პარლამენტი, თავად კი ქვეყანაში შექმნილი საგანგებო მდგომარეობის მიზეზით  სრულად აიღო ძალაუფლება.

მომიტინგეები არ ეთანხმებიან ქვეყნის კონსტიტუციის უგულებელყოფასა და თავისუფლების უფლებების დარღვევას. აქციის მონაწილეთა თქმით, მათ თავისუფლებას საფრთხე ემუქრება. დემონსტრანტებს სურთ, რომ ძალაუფლება სამართლიანად გადანაწილდეს.

მომიტინგეები მოითხოვდნენ  პარლამენტის ფუნქციონირების აღდგენას. მათი აზრით, ყველამ პატივი უნდა სცეს ქვეყნის კონსტიტუციას.  მომიტინგეთა შორის იყვნენ ისლამური პარტია „ენაჰდას“ წევრებიც.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend