მთავარიევროპაუკრაინასროლა უკრაინაში - ზელენსკი მკაცრად პასუხობს უფროსი მრჩეველის მანქანაზე განხორციელებულ თავდასხმას

სროლა უკრაინაში – ზელენსკი მკაცრად პასუხობს უფროსი მრჩეველის მანქანაზე განხორციელებულ თავდასხმას

შეიარაღებულებმა უკრაინის პრეზიდენტის მანქანას ცეცხლი გაუხსნეს, პოლიციის თქმით ეჭვმიტანილებს პრეზიდენტის გატაცება ჰქონდათ განზრახული.

ვოლოდიმირ ზელენსკის პრესმდივანი ევრონიუსთან ადასტურებს, რომ სროლის დროს  მანქანაში პრეზიდენტის უფროსი მრჩეველი სერჰეი შეფირი იმყოფებოდა. შემთხვევის დროს დაჭრილია მძღოლი, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.

პოლიციაში ამბობენ, რომ  ამ დროისთვის თავდამსხმელებს ეძებენ.

ვოლოდიმირ ზელენსკი ამჟამად ნიუ-იორკში, გაეროს ასამბლეაზე, სიტყვით გამოსასვლელად ემზადება.

“შერი ცოცხალია, მძღოლი სამწუხაროდ, დაჭრილი და საავადმყოფოში იმყოფება. ძალოვანი სტუქტურები ადგილზე მუშაობენ. ჩვენ გვჯერა, რომ ეს მკვლელობის მცდელობა იყო. გაეროს ასამბლეაზე გამოსვლის დასრულებისთანავე კიევში გავემგზავრები. ვინ არიან ეს ძალები? ისინი შესაძლოა შიდა ან გარე ძალებს წარმოადგენდნენ, თუმცა მე მათ “ძალებად” არ განვიხილავ, რადგან ეს სისუსტეა, ესროლო ტყიდან ჩემი მეგობრის მანქანას. პასუხი იქნება ნამდვილად მკაცრი”, – ამბობს ზელენსკი ტელეგრამით გავრცელებულ ვიდეო მიმართვაში.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend