მთავარიმსოფლიოჯო ბაიდენმა და ბორის ჯონსონმა შეხვედრა გამართეს

ჯო ბაიდენმა და ბორის ჯონსონმა შეხვედრა გამართეს

გაეროს გენერალურ ასამბლეაზე მსოფლიო ლიდერები გლობალურ გამოწვევებზე მსჯელობას განაგრძობენ. დღის წესრიგის მთავარი თემებს შორის არის  მსოფლიოში პანდემიისგან გამოწვეული კრიზისი, კლიმატის ცვლილებები, უთანასწრობასთან დაკავშირებული პრობლემები, ავღანეთში შექმნილი ვითარება და  მზარდი დაძაბულობა აშშ-სა და ჩინეთს შორის.

ამასთან, მსოფლიო ლიდერების მთავარი განსახილველი საკითხი უკავშირდება რამდენიმე დღის წინ აშშ-ს დიდ ბრიტანეთსა და ავსტრალიას შორის გაფორმებულ უსაფრთხოების ერთობლივ პაქტს, რომლის მიხედვითაც, ავსტრალიაში ბირთვული წყალქვეშა ნავები განთავსდება.

,,ჩვენ ვაპირებთ ეკონომიკის აღდგენას. უკეთესი მსოფლიოს ინიციატივის ფარგლებში დღეს განვიხილავთ იმ ნაბიჯებს, თუ როგორ შეუძლიათ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და დიდ ბრიტანეთს გააგრძელონ თანამშრომლობა ავღანეთსა და ინდო-წყნარ ოკეანეში. ამიტომ დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ,  აქ რომ ბრძანდებით“, -განაცხადა ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა.

,,ჩვენს ურთიერთობაში არის პროგრესი, დიდი მნიშვნელობა აქვს თავდაცვის სფეროში ჩვენს პარტნიორობას. ვფიქრობთ, რომ ავსტრალიელ მეგობრებთან ერთად დიდი პოტენციალი გაგვაჩნია, ჩვენ ვცდილობთ, მთელ მსოფლიოში მშვიდობა და უსაფრთხოება იყოს. ამისთვის ვაძლიერებთ საერთო დღის წესრიგს. ჩვენი მიზანია  ტრანსატლანტიკური კავშირის განახლება“, – განაცხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა.

ავსტრალის პრემიერ-მინისტრმა სკოტ მორისონმა, რომელსაც ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში საფრანგეთის ხელისუფლების წარმომადგენლები და  და ევროპელი პარტნიორები აკრიტიკებენ, ჯო ბაიდენთან შეხვედრის დროს ხაზი გაუსვა ერთობლივ ძალისხმევას მსოფლიო უსაფრთხოებისთვის და ამერიკის  პრეზიდენტ  მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის.

,,შეერთებული შტატები და ავსტრალია ყოველთვის მხარს უჭერენ პარტნიორობას, რომელიც ეხება მსოფლიო ინტერესებს, რომელიც ემსახურება თავისუფლებას და სწორედ ეს არის ჩვენი ერთად დგომის მიზეზი. ამ თავისუფლებისკენ სწრაფვა კი, რა თქმა უნდა, უკავშირდება უსაფრთხოებას, რომელიც თავისთავად დაკავშირებულია გლობალურ კეთილდღეობასთან”, – განაცხადა ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა სკოტ მორისონმა.

უსაფრთხოების პაქტი „აუკუსი“, რომელიც 15 სექტემბერს აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და ავსტრალიამ შეიმუშავეს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე, განხილვის თემა  მომდევნო დღეების განმავლობაშიც იქნება.

ჯო ბაიდენსა და ემანუელ მაკრონს შორის შეხვედრა რამდენიმე დღეში გაიმართება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend