მთავარიევროპაგერმანიაეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები ბუნდესტაგში

ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები ბუნდესტაგში

ანა – მარია ტრასნეა 13 წლის იყო, როდესაც საცხოვრებლად რუმინეთიდან გერმანიაში გადავიდა. მის მარტოხელა დედას მიაჩნდა, რომ გერმანიაში მის შვილს უკეთესი მომავალი ელოდა.

27 წლის ასაკში ის ბუნდესტაგის წევრობისთვის იბრძვის.

“ჩემს ნივთებს იპარავდნენ და ზოგჯერ ანადგურებდნენ. მემუქრებოდნენ. სკოლაში სწავლისას ჩემთვის ქვებიც უსროლიათ, ეს ჩემთვის რთული გადასატანი იყო“, – იხსენებს სოციალ – დემოკრატიული პარტიის კანდიდატი ანა მარია ტრასნეა.

ანა – მარია ტრასნეა კენჭს სოციალ – დემოკრატიული პარტიის სიით იყრის, ის ეთნიკური უმცირესობის ასობით წარმომადგენლის მსგავსად ბუნდესტაგში მოსახვედრად წინასაარჩევნო კამპანიას აწარმოებს.

გერმანიის პოლიტიკურ სფეროში ეთნიკური მრავალფეროვნება შესამჩნევად მატულობს. ამჟამინდელ ბუნდესტაგში 709 კანონმდებლიდან, 58 ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელია. 2013 წლის მოწვევის ბუნდესტაგში კი ეს ციფრი 37 იყო.

წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში 6, 227 კანდიდატიდან 537 ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელია.

31 წლის ჰაკან დემირის ბაბუა თურქეთიდან გერმანიაში საცხოვრებლად 50 წლის წინ გადავიდა, ჰაკანი სოციალ – დემოკრატიული პარტიის კანდიდატია.

„საზოგადოებაში ბევრი მეუბნება, რომ ერთ-ერთი მათგანი ვარ და ყველაფრის მიუხედავად მხარს მიჭერენ, ვინაიდან მათი თქმით, აქამდე ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ბუნდესტაგის წევრობის კანდიდატი არ ყოფილა. ამბობენ, რომ ჩემი კანდიდატურა განსხვავებულია და მხარს მიჭერენ“, –  ამბობს ჰაკან დემირი, სოციალ-დემოკრატიული პარტიის კანდიდატი.

51 წლის ჯოე ჩიალო ტანზანიელი დიპლომატის შვილია, ის მომავალ არჩევნებში ქრისტიანულ – დემოკრატიული პარტიის სიით იყრის კენჭს.

„მე სკოლაში სწავლის პერიოდი კარგად არ მახსოვს, მაგრამ მუდამ მემახსოვრება ადამიანების გამოხედვა, აი შავკანიანი და მე ვგრძნობდი, რომ განსხვავებული ვიყავი. მე ასეთ გარემოში გავიზარდე, ისევე როგორც ბევრი ჩემი თანატოლი შავკანიანი გერმანიაში“, – იხსენებს ჯოე ჩიალო, ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის კანდიდატი.

გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ბუნდესტაგის არჩევნები 26 სექტემბერს გაიმართება.

2021 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას ახალი კანცლერი ეყოლება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend