მთავარიკუბისტრასბურგის სასამართლომ ალექსანდრ ლიტვინენკოს მკვლელობაზე პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისრა

სტრასბურგის სასამართლომ ალექსანდრ ლიტვინენკოს მკვლელობაზე პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისრა

ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ოფიცრის, ალექსანდრ ლიტვინენკოს მკვლელობაზე პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება.

გამოძიებამ დაადგინა, რომ “კგბ”-ს ყოფილმა თანამშრომლებმა მკვლელობა რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის ხელმძღვანელობით ჩაიდინეს.

სასამართლომ რუსეთის ხელისუფლება დაავალდებულა ალექსანდრ ლიტვინენკოს ქვრივს კომპენსაციის სახით 100 000 ევრო გადაუხადოს.

რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ოფიცერმა, ალექსანდრ ლიტვინენკომ 1998 წელს საჯაროდ განაცხადა, რომ ბიზნესმენ ბორის ბერეზოვსკის მოკვლა დაავალეს. ამის შემდეგ იგი იძულებული გახდა დიდი ბრიტანეთისთვის პოლიტიკური თავშესაფარი ეთხოვა. 2006 წელს კი იგი მოწამლეს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend