მთავარი მსოფლიო ევროპა პარიზში ემანუელ მაკრონისა და ანგელა მერკელის შეხვედრა გაიმართა

პარიზში ემანუელ მაკრონისა და ანგელა მერკელის შეხვედრა გაიმართა

პარიზში ვიზიტის დროს გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს შეხვდა. ორმა ლიდერმა საერთაშორისო კრიზისსა და ევროკავშირის საკითხებზე ისაუბრა.

შეხვედრა რამდენიმე დღით ადრე გაიმართა გერმანიაში მოახლოებულ ბუნდესტაგის არჩევნებამდე, რომელშიც გაირკვევა, ვინ გახდება ანგელა მერკელის შემცვლელი. მნიშვნელოვან განსახილველ თემებს შორის იყო ავღანეთში შექმნილი ვითარება, აფრიკაში ისლამური ექსტრემისტებისა და კლიმატთან დაკავშირებული საკითხები. საპრეზიდენტო სასახლეში სამუშაო ვახშამიც გაიმართა.

ემანუელ მაკრონი, სხვების მსგავსად, ელოდება გერმანიაში მოახლოებულ არჩევნებს. საფრანგეთი მოვლენებს ყურადღებით აკვირდება. მისი თქმით, მომავალი მთავრობის ფორმულირებამდე  კანცლერი მერკელი და მაკრონი გააგრძელებენ დიდ და მნიშვნელოვან საკითხებზე მჭიდრო თანამშრომლობას, რომელიც საფრანგეთისა და გერმანიის  პრობლემების გადაჭრას ემსახურება.

კომენტარი ანგელა მერკელმაც გააკეთა და აღნიშნა, რომ ისინი ისაუბრებენ ევროკავშირის მომავალზეც. მისი თქმით, საფრანგეთის ევროკავშირის პრეზიდენტობის დროს, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები იქნება მისაღები. ასევე ცნობილია, რომ გერმანიაში არჩევნების შემდეგ ახალი მთავრობა ჩამოყალიბდება. თუმცა გერმანიის მხრიდან ამან ხელი არ უნდა შეუშალოს მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტას. ანგელა მერკელი მიიჩნევს, რომ კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული გეგმებიც ძალიან ამბიციურია და ისე უნდა გამოინახოს კლიმატის დაცვის გზები, რომ არ დაზარალდეს ევროპის ინდუსტრია.

გერმანიაში ბუნდესტაგის არჩევნები 26 სექტემბერს გაიმართება. ანგელა მერკელი  კანცლერის თანამდებობის მეხუთედ დაკავებას აღარ აპირებს. გერმანიაში მოქმედი კანცლერი თანამდებობაზე რჩება, სანამ ახალი მთავრობა არ ჩამოყალიბდება. ეს პროცესი კი შესაძლოა რამდენიმე კვირა ან თვე გაგრძელდეს.

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend