მთავარიმსოფლიოევროპასან-მარინოში აბორტის ლეგალიზების თემაზე რეფერენდუმი გაიმართება

სან-მარინოში აბორტის ლეგალიზების თემაზე რეფერენდუმი გაიმართება

ევროპაში სან-მარინო ერთადერთი ქვეყანაა, რომელშიც აბორტი სისხლის სამართლის დანაშაულად ითვლება. თუმცა 3 000 ხელმოწერის წყალობით, აბორტის ლეგალიზებასთან დაკავშირებით ქვეყანაში რეფერენდუმი გაიმართება.

როგორც ცნობილია, ბოლო 20 წლის განმავლობაში სან-მარინოს არც ერთმა მთავრობამ აბორტის ლეგალიზებას მხარი არ დაუჭირა.

სან-მარინოში აბორტის ლეგალიზებასთან დაკავშირებით რეფერენდუმი გაიმართება. როგორც ცნობილია, სან-მარინოში მოსახლეობის უმეტესობა კათოლიკეა. მთელ ევროპაში ეს ერთადერთი პატარა ქვეყანაა, რომელშიც ფეხმძიმობის შეწყვეტა კანონით ისჯება.

სან-მარინოს ქალთა კავშირის წევრის როზა ძაფერანის თქმით, სიმართლეს არ შეესაბამება, რომ თითქოს სან-მარინოში აბორტები არ კეთდება. როგორც იგი აღნიშნავს, ქალები აბორტისთვის საზღვარგარეთაც კი მიდიან.  ისინი ამას უკანონოდ იმიტომ აკეთებენ, რომ ქვეყანაში აბორტი სისხლის სამართლის დანაშაულია.

ერთ-ერთ მოქალაქეს, როკო გუგლიოტას, მიაჩნია, რომ მხოლოდ დედის გადასაწყვეტი არ უნდა იყოს, გაკეთდეს თუ არა აბორტი. წყვილი ქალისა და კაცისგან შედგება და, მისი აზრით, მამასაც უნდა ჰქონდეს გადაწყვეტილების მიღების უფლება. მისთვის ფეხმძიმობის ხელოვნურად შეწყვეტა მიუღებელია, რადგან თუ ვინმეს ბავშვი არ უნდა, შეუძლია, გააშვილოს.

ბოლო 20 წლის განმავლობაში სან-მარინოს ყველა მთავრობა აბორტის ლეგალიზაციის წინააღმდეგი იყო.  ქვეყანაში ქალებს ხმის მიცემის უფლება მხოლოდ 1964 წლიდან მიენიჭათ, ხოლო განქორწინება 1986 წელს დაკანონდა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend